08:21:17     04-09-2012
ბადრიჯანი ნიგვზით და ხაჭოთი
მასალა:
ბადრიჯანი 2–3ც.
ხაჭო 200გრ.
ნიგოზი 100გრ.
არაჟანი 1–2 ს/კ.
ნიორი 3–4 კბილი
ზეთი შესაწვავად
კამა. რეჰანი, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ თხლად სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5–10 წუთი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის შემდეგ თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტისებურად.
შიგთავსის მომზადება:
ნიგოზი და ნიორი დავაბლენდეროთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, არაჟანი, ხაჭო, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ.
0