ფრანგი ექსპერტი:  სურთ თუ არა რუსებს ომი? ფრანგი ექსპერტი: სურთ თუ არა რუსებს ომი? />


  17:46:33     03-09-2012

ფრანგი ექსპერტი: სურთ თუ არა რუსებს ომი?

a21146.jpg

მით რომნის წინასაარჩევნო რიტორიკამ და ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა ევროპელ ექსპერტთა ყურადღება მიიპყრო.

რომნის ტონმა მათ ნაწილს ცივი ომი გაახსენა, რომელიც შეგრძნებაც, უკვე დიდი ხანია ვლადიმერ პუტინის განცხადებების მოსმენისას ეუფლებათ.

კერძოდ, რომნიმ აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი საკადრის პასუხს მიიღებს, აშშ კი მსოფლიოში ლიდერის როლს დაიბრუნებს.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმაც, უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე რუსული არმიის ტოტალურ გადაიარაღებაზე ისაუბრა, ისეთზე, როგორიც 30-იან წლებში, სტალინის დროს განხორციელდა.

ფრანგი პოლიტოლოგი და სპეციალისტი რუსეთის საკითხებში, ელენ ბლანი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამოძრავებს მიზანი, რუსეთის არმია საფრთხობელად აქციოს, ისეთად, როგორც საბჭოთა კავშირში სტალინის დროს იყო, რომელზეც დღეს რუსეთში ბევრს აქვს ნოსტალგია – ამბობს ბლანი.

პუტინმა ამ სხდომაზე, სადაც მართალია, სტალინი და წითელი არმია უშუალოდ არ უხსენებია, თავდაცვითი სექტორის მოდერნიზებაში 563 მილიონი ევროს ჩადებაზე განაცხადა და ბლანი თვლის, რომ ევროპელები ამ განცხადებებს სულაც არ უნდა აღიქვამდნენ იუმორით და მას სერიოზულ საფრთხედ უნდა მიიჩნევდნენ.

ამის მტკიცებულად კი,  ბოლო ორი წლის განმავლობაში,  რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის 58%-ით გაზრდა მოჰყავს, ასევე ახალი მილიტარისტული სამხედრო დოქტრინა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსების უსაფრთხოების დაცვა შეიძლება ყველა საშუალებებით – პოლიტიკურით, ეკონომიკურით და სხვა. ანუ სამხედრო გზებით. ამას პლუს პუტინის ინიციატივა რაღაც საიდუმლო სუპერიარაღის შექმნის შესახებ, რომელიც სხვა ბირთვულ სახელმწიფოებს ჯერაც არ დასიზმრებიათ და პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ამბიციებით არის შეპყრობილი,  პოტენციურად, მზად არის გადაკვეთოს საზღვარი, რასაც ბლანის თქმით, საქართველოსთან კონფლიქტიც ადასტურებს.

`ადრე ევროპელი პოლიტოლოგები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსული სამხედრო მანევრები კავკასიურ რესპუბლიკებს არ გასცდებოდა, მაგრამ მუდმივი შეხლა-შემოხლა და უთანხმოება საქართველოსთან, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან, ეჭვქვეშ აყენებს ამ რწმენას~ - განაცხადა პოლიტოლოგმა.

რომელიღაც მაღალჩინოსანმა რუსმა სამხედრომ კი, ფრანგული არხის ფრანს-24-ის ცნობით, თქვა:

-  იმ შემთხვევებისთვის, როცა მოლაპარაკებები უშედეგოა, რუსეთი არ გამორიცხავს პრევენციულ დარტყმას.  ექსპერტებს, ცივ ომს, რუსეთის სირიასთან და ირანთან თბილი დამოკიდებულებაც მოაგონებს, ასევე გაეროში რეზოლუციების მუდმივი ბლოკირება.

-  გადაიარაღება და სამხედრო რიტორიკა არის დემონსტრირება სურვილისა, რომ კრემლი უყვარდეთ არა მარტო საკუთარ შვილებს – `ფსბ~-სა და სამხედროებს, არამედ დასავლეთის ქვეყნებსაც – ამბობს ბლანი.

მისი თქმით, პუტინის დროს მოხდა რუსეთის სოვეტიზაცია, წარსულის ატრიბუტიკისადმი დაბრუნება: ძლიერი პიროვნების კულტი, რომლისთვისაც არ არსებობს კანონი, საბჭოთა ჰიმნის აღორძინება, ნაციონალურ-საბჭოთა ახალგაზრდული მოძრაობების შექმნა, ნეო-დისიდენტების აღმოცენება ოპოზიციაში – ანუ ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო. ახლა კი გადაიარაღებამაც მოუსწრო ყოველივე ამას და რამდენადაც ახალი ტექნოლოგიები ძალიან დიდი ფული ღირს, ეს საკითხი მოსახლეობის კატასტროფულად გაღატაკების ხარჯზე,  მაგრამ მაინც მაინც წყდება – ამბობს ექსპერტი.

0

ავტორი: