რუსეთი სრულფასოვანი დიქტატურისკენ მიექანება რუსეთი სრულფასოვანი დიქტატურისკენ მიექანება />


  08:57:06     03-09-2012

რუსეთი სრულფასოვანი დიქტატურისკენ მიექანება

a21132.jpg

გერმანულმა გაზეთმა Die Welt–მა რუსეთში არსებულ სიტუაციაზე გამოაქვეყნა სტატია „რუსული ანტიფაშიზმის სიცრუე“.

გაზეთის მტკიცებით, რუსეთი თანდათანობით  საბჭოთა სტრუქტურების აღდგენაზეგადადის. ეს  უმთავრესად  სპეცსამსახურებზე ითქმის და ასევე მთავრობის გაერთიანებაზე რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ის რომ პუტინი სრულად მხარს უჭერს სირიაში ასადის რეჟიმს, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს ანტიდემოკრატიულ ბრძოლაში  წარმმართველ დესტრუქციულ ძალად იქცეს. რუსეთის სახელმწიფო დასავლურ დემოკრატიას „თანამედროვე“ ავტოკრატიას უპირისპირებს.

საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოებრიობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, რომ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც პუტინის რეაქციულ შეტევასთან ერთად მიმდინარეობს ასევე ისტორიულ–პოლიტიკური პროცესის – „საბჭოთა ანტიფაშიზმის“ შესახებ ნაქები მითის აღორძინება, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა თითქოს უნდა უმადლოდეს რუსეთს, რომ იგი გერმანიისგან იხსნა. ამ ლეგენდის აღორძინებას, შესაძლოა, ფატალური შედეგები ექნეს.

2012 წლის ივლისში პუტინმა ისრაელში ოფიციალური ვოიაჟი გამოყენენა რაღაც ფორუმის მსგავსად ამ პოლიტიკური გზავნილის გასასაჯაროებლად.  ისრაელის პრეზიდენტმა პერესმა ისტორიის ასეთ ინტერპრეტაციას მხარი დაუჭირა.

პუტინისადმი მიმართვისას პერესმა განაცხადა, რომ თუ რუსეთმა ოდესღაც მოახერხა   „ფაშიზმზე გამარჯვება“, მაშინ არც ახლა  უნდა დაუშვას როგორც სირიაში სისხლისღვრის, ასევე ირანული საფრთხის გაგრძელება. ყველაფერი სინამდვილე ასე ხდება. საკუთრი ანგარიშიანი მაამებლობის მიუხედავად პერესმა ეს უნდა გაითავისოს.

იგი შეეცადა რუსეთი დაეთანხმებინა იმაზე, რომ მას ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია დაეკავებინა.

ისრაელში პუტინის ოფიციალური ვოიაჟის შემდეგ რუსეთს დასავლეთის მცდელობების მიმართ – ირანის იზოლირება მოახდინოს, კვლავინდებურად არ შეუცვლია ობსტრუქციული პოლიტიკა და ასევე კვლავინდებურად გამოხატავს ასადის რეჟიმის მიმართ უდრეკ ერთგულებას, აღნიშნავს გერმანული გაზეთი.

სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ახლა, პუტინიზმის დროს, სიტყვა „ანტიფაშიზმმა“ დასავლეთისთვის სიტყვა „კომუნიზმი“ შეცვალა.

კომუნისტების დროს ის პერსონაჟები, ვისაც კომუნისტებს ეძახდნენ, ახლა მოსკოვი მათ „ანტიფაშისტებად“ მოიხსენიებს.

იქ „კაგებეს“ ნაცვლად გაჩნდა „ფეესბე“, ხოლო კომპარტიის ნაცვლად გაჩნდნენ “ანტიფაშისტური კომიტეტები“ და ყოველივე ეს აბსოლუტურად იგივე რუსულ–ჩეკისტური ბოროტებაა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.

0

ავტორი: