08:42:31     03-09-2012
რუსი ექსპერტის აზრით, რუსეთ–საქართველოს ომისთვის ყველაფერი მზადაა
საქართველოში, ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკება და რუსეთის მიერ საშემოდგომოდ კავკასიაში გამოცხადებული სამხედრო წვრთნებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები და ექსპერტები საკმაოდ ხშირად პროგნოზირებენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოზე თავდასხმისათვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა და ახლა ყველაფერი კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ომის საფრთხე მართლაც და საკმაოდ სერიოზულია. ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული სამხედრო მანევრები მიმდინარეობს, მრავალრიცხოვანი ტაქტიკური ჯარები სრულ მზაყოფნაშია მოყვანილი და მუდმივი ბაზებიდან საველე პირობებშია გადაყვანილი. მოსკოვში არსებული შიდა და რიგი საგარეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ომი დაიწყოს.
ერთი სიტყვით, ამისათვის ყველაფერი მზადაა და რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას თუ არა, როგორც ექსპერტი აცხადებს, უცნობია. თუმცა, უახლოესი რამდენიმე კვირა რომ ძალზე სახიფათოა, ამას ნამდვილად არ უარყოფს, რადგანაც, სამხედროები გადიან საომარი მომზადების დონის ასამაღებლად საჭირო სხვადასხვა სახის მომზადებას.
ასე რომ, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ კრემლში ასეთი გადაწყვეტილება დღესვე მიიღონ. მისი მოსაზრებით, საფრთხე, შესაძლოა, მალე დასრულდეს. მით უმეტეს, მალე გაწვევა უნდა დაიწყოს და ახალწვეულების სათანადო მომზადებას კი დრო სჭირდება.
ამასობაში უკვე ზამთარი დგება და დრო იკარგება. ამიტომ შესაძლო სამხედრო ოპერაციაც, ალბათ, მომავალი წლისთვის გადაიწევს.
ცნობილია ისიც, რომ გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული ინტერესების გარდა, კრემლს საერთოდ ამიერკავკასიაზე კონტროლის დამყარება სურს.
პუტინი, ბუნებრივია, ყოველივე ამას კომპლექსში განიხილავს. ამიტომ, მაგალითად, იტყვის რომ რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, იგი მტრებითაა გარშემორტყმული, ხოლო მეხუთე კოლონა იმყოფება მოსკოვში, რომელიც მზადაა ხელისუფლებას ავნოს, ან საერთოდ მოაშთოს იგი. ამიტომ საჭიროა იმოქმედოს სწორედ ახლა, რადგან მოკლევადიანი ძლევამოსილი ომი, რაშიც პუტინი დარწმუნებულია, მის რეჟიმს გააძლიერებს და ოპოზიციას ერთმანეთს დაუპირისპირებს. იმიტომ რომ, ნაციონალისტები ომს მხარს დაუჭერენენ, ხოლო მედასავლეთენი პირიქით – წინააღმდეგ წავლენ და აქ მათი დასავლეთის აგენტებად გამოცხადებაც შესაძლებელი იქნება.
ამასობაში, შესაძლოა, რუსეთმა ამიერკავკასიის პრობლემაც გადაწყვიტოს. გამომდინარე აქედან, სიტუაციის გართულება გამორიცხული არააა. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს ამიერკავკასიაში აქვს სამხედრო ბაზები, ცხინვალის რეგიონში კი გააჩნია მძიმე ტენიკისა და ტყვია–წამლის საწყობები, ანუ ყოველივე ის, რაც საომარი ქმედებებიოსთისაა საჭირო.
ასე რომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია პუტინის გადაწყვეტილებაზე – ახლა დაიწყებს საომარ ქმედებებს, თუ სამომავლოდ გადადებს.
ისე, ლოპოტას ხეობაში მომხდარი „ეს ინციდენტი მიანიშნებს, რომ რუსეთი და საქართველო სალაფიტ ისლამისტებთან დაპირისპირებაში მოკავშირეებად უნდა იქცნენ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება“, – დაასკვნა ექსპერტმა.
0