13:01:36     30-08-2012
ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დასრულება გუშინ ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ მოხერხდა.
ხიზანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12-კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია და დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება.
„ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი შეიარაღებული ჯგუფიდან ტყეში იმყოფება და ამჟამად, მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს"- აცხადებს ხიზანიშვილი.
0