უკანასკნელი ცნობები: დევნის ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს, მინისტრს ხეობა არ დაუტოვებია... უკანასკნელი ცნობები: დევნის ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს, მინისტრს ხეობა არ დაუტოვებია... />


  10:33:48     30-08-2012

უკანასკნელი ცნობები: დევნის ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს, მინისტრს ხეობა არ დაუტოვებია...

a21031.jpg

ამ დროისთვის, სოფელ ლოპოტას ცენტრში შსს–ს კრიმინალური პოლიცია პატრულირებს. წუხანდელმა ღამემ სოფელში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დაახლოებით ღამის 3 საათისთვის, ლოპოტას ტერიტორიაზე შსს–ს მინისტრი ახალაია და სამხედრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი შევიდნენ.

გამთენიისას, 6–ის ნახევარზე, ხეობაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ამ დროისთვის არც სასწრაფოს და არც მინისტრს ხეობა არ დაუტოვებიათ.

დევნის ოპერაცია ამ წუთისთვისაც მიმდინარეობს. „პრესა.ჯი“ იმყოფებოდა მდინარე ლოპოტას ხიდზე, სადაც კრიმინალური პოლიცია პატრულირებს. ხიდი სოფლის ცენტიდან რამდენიმე მეტრშია, მასთან მიახლოვება მედიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკრძალებათ, ამიტომ ჟურნალისტს ტერიტორია დაატოვებინეს.

ხიდთან მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და პიკაპის ტიპის 5 ავტომობილი.. „პრესა.ჯი“ ფოტორეპორტაჟს სოფელ ლაფანყურიდან, მოგვიანებით შემოგთავაზებთ...  

0

ავტორი: