პიცა მაიონეზით პიცა მაიონეზით />


  09:09:11     30-08-2012

პიცა მაიონეზით

a21026.jpg

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 2–3 ჭიქა

წყალი 1 ჭიქა

საფუარი (დროჟი) 11 გრ.

ზეთი 1 ს/კ.

მარილი 1/2 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

ძეხვი 400გრ.

ყველი 150გრ.

მაიონეზი 250გრ.

კეჩუპი 100–150გრ.

პომიდორი 3ც.

მოხარშული კვერცხი 2ც.

მწვანე რეჰანი, ნიორი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

საფუარი გავსხსნათ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი. გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჯამზე, ფქვილს ცენტრში გავუკეთოთ პატარა სიღრმე, შემდეგ ჩავასხათ მასში მომზადებული საფუარიანი მასა, დავამატოთ ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთი. შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბარტყელოთ თხლად და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მთლიან ზედაპირზე მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი რეჰანი, რეჰანზე მოვათავსოთ დანაყილი ნიორი და მრგვალად დაჭრილი ძეხვი, ძეხვზე დავაწყოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, წავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. (ცომის მეორე ნაწილიც ასევე მოვამზადოთ).

0

ავტორი: