09:08:33     30-08-2012
ტორტი „კორეა"
მასალა:
ფირფიტა:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
კვერცხი 2ც.
ნიგოზი (გატარებული) 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
თაფლი 3 ს/კ.
კარაქი 200გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
დასანამი:
1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ. კონიაკი.
კრემი:
პურის ფქვილი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
შაქარი 1 ჭიქა
კაკაო 2 ს/კ.
რძე 2 ჭიქა
კარაქი 200გრ.
ვანილი გემოვნებით.
გასაფორმებლად:
გატარებული ნიგოზი და შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
ფირფიტის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შემდეგ დავამატოთ გატარებული ნიგოზი, თაფლი, დარბილებული კარაქი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ აირღუმელში 4 ფირფიტა.
კრემის მომზადება:
კვერცხს შევურიოთ ფქვილი და შაქარი, შემდეგ დავამატოთ თბილი რძე დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ შესქელებამდე, დუღილის ბოლოს დავამატოთ ვანილი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ და ავთქვიფოთ კარაქთან და კაკაოსთან ერთად.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ფირფიტები დავნამოთ და წავუსვათ კრემი, ბოლო ფენაც დავნამოთ, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი. მომზადების შემდეგ შევდგათ მაცივარში 2 საათით.
0