08:39:55     30-08-2012
ცნობილმა პოლონელმა მომღერალმა „ფეესბეს“ მიერ კაჩინსკის მკვლელობა დაგმო
პოლონური გამოცემა Wpolitice–ის ცნობით, პოპულარულ ყოველკვირეულ Uważam Rze–ს ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ პოლონელ მომღერალთან პაველ კუკიზთან, რომელშიც მან დაგმო „ფეესბეს“ მიერ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას მკვლელობა და ამ დანაშაულში, როგორც ის ამბობს, პოლონეთის ხელისუფლების თანამონაწილეობაც. კერძოდ, კუკიზმა სმოლენკის მახლობლად დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვა: „სმოლენსკი ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხად იქცა არამხოლოდ იმ ადამიანების გამო, რომლებიც იქ, რუსეთის ტყეში დაიღუპნენ, არამედ იმიტომაც, რომ პოლონეთის სახელმწიფო ფეხქვეშ იქნა გათელილი. რა იქნება ამის შემდეგ? ისინი, (პოლონელები) გაიძხიან: პოლონელებო, არაფერი ამოხდარა, პოლონელებო, არაფერი მომხდარა, ეს უბრალოდ, უბედური შემთხვევა იყო“.
ყოველივე ამის შემდეგ მე თმები ყალყზე დამიდგა. პრობლემაც სწორედ ამაშია. ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებს.
მე არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ უცხოურ დაზვერვებს არ უნდათ გააკეთონ ის, რაც სურთ. ეს შეთქმულების თეორია არაა. ეს ელემენტარული ლოგიკაა.
სმოლენსკი ჩემთვის ამის მკვეთრი მაგალითია, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებისაც უსაფრთოხოების საკითხები აბარიათ, არა აქვთ უფლება, ამ საკითხს განაგებდნენ. „სამოქალაქო პლატფორმა“ ( პოლონეთის მმართველი პარტია) უნდა წავიდეს!“.
კითხვაზე, რატომ არ უთხრა ყოველივე ეს მან პირდაპირ ტუსკს (პოლონეთის პრემიერ–მინისტრი), რომელთან ერთადაც იგი ამ დღეებში ტელეარხ TVN24–ში დებატებში მონაწილეობდა პოლონეთში კარგად ცნობილ სხვა პირებთან ერთად, კუკიზმა უპასუხა, რომ ყველა ეს „ტელედებატები“ სპექტაკლი იყო. მაგალითად, როდესაც მან ტუსკს შეკითხვა დაუსვა მისთვის მტკივნეულ თემაზე საარჩევნო კანონის შეცვლის შესახებ, ტუსკმა აბსოლუტურად სხვა კითხვაზე უპასუხა. როდესაც მან ტუსკს უთხრა, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა, წამყვანი მაშინვე მარიხუანას თემაზე გადაერთო.
0