ლოპოტას ხეობაში არასამხედრო დანიშნულების რამდენიმე მანქანა შევიდა ლოპოტას ხეობაში არასამხედრო დანიშნულების რამდენიმე მანქანა შევიდა />


  03:27:52     30-08-2012

ლოპოტას ხეობაში არასამხედრო დანიშნულების რამდენიმე მანქანა შევიდა

a21020.jpg

ამ წუთებში, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურის გავლით, მაღალი გამავლობის, არასამხედრო დანიშნულების რამდენიმე მანქანა შევიდა, რომელშიც სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და  საკოორდინაციო შტაბის წევრები ისხდნენ.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ, ლოპოტას ხეობაში გამნაღმველები შევიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი სპეცრაზმელების მიერ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაღმები.

რაც შეეხება ზოგად ვითარებას, სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი სახლების დატოვებას არ აპირებს.

ხეობაში ჯერ კიდევ რჩებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადის ერთი მანქანა.

0

ავტორი: