15:34:34     29-08-2012
"ორმაგი ფასი დაადეთ, BERA–ს ნახმარს"...

ბიძინა ივანიშვილმა სოციოფობია მეტ–ნაკლებად დაძლია და ხალხში გაერია, თუმცა მის ყველა გამოსვლას, აქციას, პრესკონფერენციას თუ უბრალო ხალხთან გაბაასებას, ხელოვნურობის და სიყალბის „არომატი“ თან დაჰყვება. მილიარდერის თითოეული ჟესტი წინასწარ დამუშავებულია, ღიმილი, მუშტის უხერხული ქნევა, ჩაცმულობა, მანერები კი საგანგებოდ დადგმული და დავარცხნილი, თუმცა, არის ერთი დეტალი, რაც სავარაუდოდ, თავად ბიძინას სურვილით „ჯდება“ მის საარჩევნო ორომტრიალში და არა მისი იმიჯმეიკერების: ესაა ოლიგარქის ვაჟიშვილის, მამიკოს მიტინგების განუყოფელი ატრიბუტის, ბერას კონცერტები, რომლითაც ბიძინას ყოველი უფერული აქცია „დაგვირგვინდება“–ხოლმე.
მშობელთა უმრავლესობას თავისი შვილი საუკეთესო ჰგონია, თუმცა გაპოლიტიკოსებული ოლიგარქის მხრიდან რეალობის ასეთი შეუფასებლობა, მაინც მეტად კურიოზულად ჩანს. მეტიც, ივანიშვილი ისეა დარწმუნებული საკუთარი ვაჟის განსაკუთრებულ ვოკალურ მონაცემებში, რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ალბომებთან ერთად, ფეისბუქზე, ვაჟის საჩხერული სოლო კონცერტის ალბომიც გამოფინა, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ ეს მას საარჩევნოდ დივიდენდებს მოუტანდა. თანაც, მამიკოს შვილის “გრანდიოზული” წარმატებები ეამაყება.
ისე კი, საინტერესოა, ის კონსერვატორი, მეტრნახევრიანი სანთლებით ეკლესიაში თავმომწონე საზოგადოება, რომელიც ტერმინ პროგრესის, ან დასავლური განვითარების და მსგავსი ცნებების გაგონებაზე კრუნჩხვებში ვარდება და მოწინააღმდეგე იდეოლოგიურ ბანაკს სამშობლოს გაყიდვასა, ქართველობის წართმევასა თუ სხვა ამგვარ აბსტრაქტულ „დანაშაულებში“ სდებს ბრალს, რა ხასიათზე დგება მაგალითად, ასეთი ტიპის ტექსტის მოსმენისას (იხ.ქვემოთ)... თუმცა, ძალსა შენსა, ფულო.. პრინციპების როგორი ერთგულები არიან ეს პერსონები, დიდი ხანია უკვე დაინახა ქართველმა საზოგადოებამ...
ბერას სიმღერის ტექსტი:
შეყვარებული არ მყავს,
სანამ ერთზე ჭორაობთ, მე მე უკვე სხვა მყავს,
ქალი თუ ზმანი, მნიშვნელობა არ აქვს,
ორმაგი ფასი დაადეთ, BERAS ნახმარს,
არაფერი არ მთხოვო სექსამდე
ამერიკულ დროზე ვარ,
გაგაგიჟებ დილის 6-მდე...
სულ ერთია სად წავალ, მთავარია სანამდე,
თუ არ გამოვიდა, ესე იგი არ ვცადე,
East end, west end yoo
თბილისიდან მოვდივარ,
პარიზიდან-შტატებში, mother fuck-ი პონტი ხარ,
Hip-hop - ვალსი ქართულად,
შოკში ვარ!
BOSS!
იმიტომ რომ BOSS-ი ვარ....!!!
ბოსს...მაგინებს, თან მბაძავს,
ნამდვილი მტერი მირჩევნია ყალბ ძმაკაცს,
მე მჭირდება ვინმე სხვა,
ასეთი მამისშვილს ნამდვილი b*z* მირჩევნია ყალბ ქალიშვილს...