09:15:57     29-08-2012
დიდი ცდუნება კიევში: უკრაინელი ლამაზმანები მუზეუმში წვანან და ამბორს ელიან
ეს ყველაფერი რეალურად ხდება. შარლ პეროს ზღაპარი 5 ოჯახის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
კიევის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში 10 სექტემბრამდე 5 უკრაინელი ლამაზმანი პირდაპირ საგამოფენო დარბაზში იწვება – მძინარე მზეთუნახავები იმ პრინცების მოლოდინში არიან, რომელთა კოცნისასაც თვალების გახელის სურვილი გაუჩნდებათ.
ეს თამაში არ არის: მზეთუნახავებსაც და პრინცებსაც, მანამდე ხელს აწერინებენ კონტრაქტზე, რომ თუ kონტაქტი შედგება, უნდა იქორწინონ.
ეს ყველაფერი, სურვილის შემთხვევაში, მამაკაცებისთვის, სულ რაღაც 20 გრივნა ჯდება.
თუმცა მუზეუმში ყველას არ უშვებენ. საგულდაგულოდ მოწმდება მამაკაცთა ოჯახური მდგომარეობა, დოკუმენტები, ფოტოები და ერთგვარი, ფეისკონტროლიც მოქმედებს. მათ ხომ ქასთინგით შერჩეული ლამაზმანები ელიან.
გოგონებს ყოველდღიურად 2 საათის განმავლობაში სძინავთ. თითოეულისთვის 3 დღეა გამოყოფილი.
პირველი მზეთუნახავი 27 წლის კიეველი ნატაშა იყო. თუმცა პირველ დღეს მას თვალები არ გაუხელია.
`გავახელ თუ არა თვალს? რა ვიცი, გული მიკარნახებს, კოცნით ვიგრძნობ, ჩემია თუ არა ეს ადამიანი~ - ამბობს ის.
თავისი დღის მოლოდინში არიან 23 წლის ლიზა ულამაზესი ნაწნავით, წითური და ჭორფლიანი 18 წლის კატია, 25 წლის იანა, რომელსაც გულწრფელად სჯერა ზღაპრების და kომსომოლსკაია პრავდას 23 წლის ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ მოყვება, როგორც ეძებდა მძინარე პრინცს... თუმცა რეალურად გოგონები არ იძინებენ. უბრალოდ, თვალები აქვთ დახუჭული.
ზღაპრის გაცოცხლების იდეა მხატვარ ტარას პოლატაიკოს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ რასაკვირველია, ამ პერფორმანსში არის დიდი რისკი, თუმცა ისიც სჯერა, რომ ვინც არ გარისკავს, პრინცსაც ვერ იპოვის.
0