ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას />


  20:54:03     18-08-2010

ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

a481.jpg

ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტ საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული 4 სტუდენტური ფილმი მონრეალის კინოფესტივალის (Monreal World Filmfestival) საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფესტივალზე ამირან დოლიძის სანგარი, გიგა ლიკლიკაძის უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ, სანდრო ჯაფარიძე ავტობანი~, ვაკო კირკიტაძე სექტემბერი.

აქედან ორი ფილმი - სანგარი და უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ მოხვდა სექციაში World Focus Cinema. წელს ეს სექცია ირანში დაპატიმრებულ რეჟისორს - ჯაფარ პანაჰის ეძღვნება.

ზაფხულის კინოსკოლამ გადაღებები 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. გადაღებები აგვისტოს ომს დაემთხვა. ფილმების ძირითადი თემა ომის სისასტიკეა. 2008-2009 წლებში ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა საგანმანათლებლო პროექტი ზაფხულის კინოსკოლა. პროექტის მიზანი იყო სტუდენტების მიერ ფილმწარმოების პროფესიონალური კურსის გავლა და უნარების ამაღლება.

პროექტი კინოცენტრის ხელშეწყობით განახორციელეს კომპანიებმა: სინეტეკი, კოდაკიდა ქართული ფილმი.

0

ავტორი: