08:47:19     28-08-2012
ყველის სუპი იმერულად
მასალა:
წყალი 2–3ლ.
ყველი იმერული 500გრ.
ბრინჯი 200გრ.
კვერცხი 2ც.
ტარხუნა 2–3 ძირი
პიტნა 1–2 ძირი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ. შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, მარილი, ათქვეფილი კვერცხი (შეგვიძლია კვერცხი მთლიანად ჩავახალოთ), მოვურიოთ, გავაჩეროთ გაზქურაზე 5 წუთი და გადმოვდგათ. მომზადების შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა და პიტნა. სუფრაზე გავიტანოთ ცხელი.
ამ კერძს უხედება მჭადი და სასმელებიდან ჭაჭა.
0