ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური) ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური) />


  08:12:25     27-08-2012

ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური)

a20930.jpg

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 2,5 ჭიქა

რძე ან წყალი 100მლ.

კეფირი 100მლ.

საფუარი (დროჟი) 10–15გრ.

კვერცხი 1ც.

კარაქი 15გრ.

არაჟანი 1 ს/კ.

შაქარი 1/3 ჩ/კ.

ცოტა მარილი.

 

შიგთავსი:

ქინძი, კამა და ოხრახუში ნახევარ–ნახევარი კონა

ოსური ყველი ან სულგუნი 170–200გრ.

მარილი გემოვნებით.

 

კარაქი ხაჭაპურზე წასასმელად 30–50გრ.

 

მომზადება:

ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი ან რძე, დავამატოთ შაქარი, მარილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ საფუარი და კვლავ ავურიოთ. შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი (0,5–0,75 ჭიქა), განუწყვეტლივ ვურიოთ, რათა გამოვიდეს ალადის კონსისტენციის ცომი, მომზადებული მასა დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ სხეულის ტემპერატურამდე. კეფირი კვერცხი და არაჟანი წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან, რათა პროდუქტები გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მომზადებულ ცომს დავამატოთ კეფირი, კარაქი, არაჟანი, კვერცხი და კარგად ავურიოთ. ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ჯამზე, წავუსვათ ცოტა ზეთი, მოვაყაროთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. შემდეგ მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრში ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.

 

შიგთავსის მომზადება:

ყველი გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, თუ საჭირო იქნება მარილი და კარგად ავურიოთ.

0

ავტორი: