რუსულმა თემიდამ ნემცოვის წინააღმდეგ ორჯერ წაგებული საქმე ხელახლა აღძრა რუსულმა თემიდამ ნემცოვის წინააღმდეგ ორჯერ წაგებული საქმე ხელახლა აღძრა />


  20:51:03     25-08-2012

რუსულმა თემიდამ ნემცოვის წინააღმდეგ ორჯერ წაგებული საქმე ხელახლა აღძრა

a20900.jpg

როგორც ცნობილია, პუტინის რეჟიმი სხვაგვარად მოზროვნეებს ვერ იტანს და განსაკუთრებით მესამე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ მან ოპოზიციის წინააღმდეგ ე.წ. ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. ცნობილი პანკ–ჯგუფის Pussy Riot–ის ისტორია ყველასათვის ცნობილია. ეკლესიაში პანკ–ჯგუფის მიერ წარმოთქმული მხოლოდ სამი სიტყვა „ღმერთო, გვიხსენი პუტინისაგან“ საკმარისი გახდა იმისთვის, რომ გოგონები ორ–ორი წლით ციხეში გაესტუმრებინათ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა მსოფლიო საზოგადოებრიობამ ამის გამო პროტესტი გამოთქვა. თუმცა, ამან გოგონებს მაინც ვერ უშველა. ის კი არადა, მათი გასამართლების საწინააღმგედოდ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საჭადრაკო ლეგენდად ცნობილი გარი კასპაროვიც კინაღამ იმის გამო, რომ მათ დასაცავად ხმა ამოიღო, კინაღამ  ციხეშიც კი გაისტუმრეს.

თუმცა 24 აგვისტოს გამართულ სასამართლოზე რუსი თემიდის მსახურნი იძულებულნი გახდნენ კასპაროვი უდანაშაულოდ ეცნოთ. არადა, მას დაკავების მომენტში პოლიციელისთვის კბენის გამო ასამართლებდნენ, მაგრამ ამჯერად, არაფერი გამოუვიდათ.

თუმცა, რუსეთში ოპოზიციონერებზე ნადირობა ამით არ დასრულებულა. როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება პუტინის რეჟიმის სამიზნედ ახლა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი იქცა.

როგორც იგი facebook-ში თავის გვერდზე იტყობინება, მას ამა წლის თებერვალში პროკრემლური მიმართულების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტის აეროპორტ „დომოდედოვოში“ ცემაში ადანაშულებენ და  ამის გამო უპირებენ  გასამართლებას.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ შემთხვევის გამო ბორის ნემცოვს სასამართოს წინაშე მოუწია წარდგომა. მან უკვე ორჯერ მოიგო ეს საქმე, თუმცა მაინც არ ეშვებიან.

ახლა მის წინააღმდეგ ეს საქმე ხელახლა შეთითხნეს. გაუჭირდებოდათ თუ რა?!

როგორც ბორის ნემცოვი აღნიშნავს, ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმეები „როგორც მანამდე იკერებოდა, ახლაც ისევე იკერება“, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს საქმეები წინათ უკვე მოიგეს.

თუ როდის გაიმართება ეს პროცესი, ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ დიდხანს რომ არ დააყოვნებენ, ნათელია.

0

ავტორი: