08:58:56     25-08-2012
ფერადი პიურე
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
სტაფილო 1ც.
ისპანახი 200გრ.
ნიორი 2 კბილი
პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი მოსათუშად.
მომზადება:
გასუფთავებული კარტოფილი და სტაფილო ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (წყალში ჩავყაროთ მარილი). მომზადებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ქვაბში ჩავდოთ ნიორი. ისპანახი მოვთუშოთ ზეთში და გავატაროთ. კარტოფილიანი ქვაბიდან გადავასხათ წყალი, ცოტა წყალი შევინახოთ პიურესათვის. კარტოფილი გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი ჩავჭყლიტოთ ისპანახთან ერთად, დავამატოთ ცოტა წყალი, პილპილი, ზეთი და კარგად ავურიოთ. კარტოფილის მეორე ნაწილი ჩავჭყლიტოთ სტაფილოსთან ერთად, დავამატოთ ცოტა წყალი, პილპილი, ზეთი და ავურიოთ. კოვზით მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე. გავაფორმოთ კიტრის მწნილით და ა.შ.
0