08:56:15     25-08-2012
ეკლერი შესქელებული რძით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 150გრ.
წყალი 1 ჭიქა
კარაქი 100გრ.
კვერცხი 4ც.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
მოხარშული სგუშონი 1 ქილა.
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ კარაქი, მარილი, დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ, შემდეგ ნელ–ნელა დავამტოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, გაზქურაზე გავაჩეროთ 2 წუთი (ცომი არ უნდა დაგვეწვას), შემდეგ გადმოვდგათ მასა გაზქურიდან, სწრაფად დავამატოთ ყველა კვერცხი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმაზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ზეთი და სუფრის კოვზის საშუალებით, პატარა ფორმებად მოვათავსოთ მომზადებული მასა ფორმაზე (შევეცადოთ თითოეულ ეკლერს მივცეთ ერთნაირი ფორმა), შევდგათ 175* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 35–45 წუთის განმავლობაში. მომზადებული ეკლერები გამოვიღოთ აირღუმელიდან, ცოტა გავაცივოთ, შემდეგ თითოეულს გავუკეთოთ პატარა ჭრილი და ჩაის კოვზის საშუალებით ამოვავსოთ მოხარშული სგუშნით (სგუშონი წინასაწ ავთქვიფოთ, სურვილისამებრ შეგვიძლია სგუშონს დავამატოთ 100გრ. კარაქი).
0