მურაბიანი ფუნთუშები მურაბიანი ფუნთუშები />


  08:59:01     24-08-2012

მურაბიანი ფუნთუშები

a20844.jpg

მასალა:

1კგ. ფქვილი 2,5 ჭ.  რძე

2 კვერცხი

3/4 ჭ.  შაქარი

150-200გრ. კარაქი

ვანილი.

მომზადება:

თბილი რძე, ფქვილის ნაწილი და 30 გრ საფუარი კარგად ავურიოთ და ვაცალოთ აფუება, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები (კარაქი გამდნარი უნდა იყოს) და მოვზილოთ ცომი. ისევ დავდგათ ასაფუებლად . შემდეგ ცომისგან ვაკეთებთ პატარა ბურთებს და შიგნით ჩავუდოთ უკურკო ალუბალი (გარგარი ატამი და ა.შ), + ცოტა შაქარი, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში ახლო-ახლოს და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. თავზე წავუსვათ კვერცხი ღუმელში შედგმამდე.

0

ავტორი: