თუშეთში კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო თუშეთში კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო />


  07:58:22     23-08-2012

თუშეთში კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო

a20818.jpg

თუშეთში კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო. სპეციალისტების განცხადებით, კოშკი მიწისძვრის დროს არის დაზინებული, ზამთარში კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და განადგურება ემუქრებოდა.

„სამხრეთის კედელი, რომელიც გამოყოფილი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში განვითარებული გამჭოლი ბზარებით, კოშკის მასივისგან უფრო მკვეთრად არის დაცილებული და ძეგლის გამრუდება შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. ძეგლზე ვერტიკალურად განვითარებული მძიმე კოსტრუქციული ბზარები კოშკის მთლიანი განადგურების საფრთხეს ნამდვილად ქმნიდა. კვავლოს კოშკი აშენებულია ფიქალის ქვით, მშრალი წყობით. სარეაბილიტაციო სამუშაობის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს კოშკის შიდა კარკასით გამაგრება. მთლიან პერიმეტრზე კოშკი ხარაჩოებშია მოქცეული. სამუშაო პროცესს კლიმატური პირობები და ლანდშაფტური გარემოება ართულებს, ციცაბო სერპანტინებზე დატვირთული ავტომანქანით მოძრაობა სახიფათო და პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ სამშენებლო მასალის გადატანა ობიექტზე დასაქმებულ ადგილობრივ მუშებს 1500 მეტრზე ხელით უწევთ" - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია პროექტით გათვალიწინებულ ვადებში მიმდინარეობს.
კვავლოს კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, თუშეთში ზამთრის დადგომამდე, 1 ოქტომბერს დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2013 წელს გაგრძელდება.

0

ავტორი: