ნამცხვარი „შავი პრინცი" ნამცხვარი „შავი პრინცი" /> "/> " />


  07:54:47     22-08-2012

ნამცხვარი „შავი პრინცი"

a20784.jpg

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

კაკაო 2 ს/კ.

არაჯანი 1 ჭიქა

კვერცხი 1ც.

კარაქი ან მარგარინი 1 ს/კ.

სოდა 1/2 ჩ/კ.

მარილი ცოტა.

 

მინანქარი (გლაზური):

შაქარი 3 ს/კ.

კაკაო 3 ს/კ.

არაჟანი 2 ს/კ.

კარაქი 50–70გრ.

 

მოსართავად:

დაჭრილი ნიგოზი გემოვნებით.

 

მომზადება:

ფქვილს დავამატოთ შაქარი, მარილი, კაკაო, სოდა და კარგათ ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კვერცხი,  გამდნარი კარაქი და მოვამზადოთ ცომი. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, პერგამენტჩაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30–40 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, გავაცივოთ და მოვასხათ მინანქარი. მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათი.

 

მინანქარი (გლაზურის) მომზადება:

შაქარს დავამატოთ კაკაო, არაჟანი და ავადუღოთ, შემდეგ დავამატოთ კარაქი და როდესაც კარაქი გადნება გადმოვდგათ გაზქურიდან.

0

ავტორი: