07:40:56     22-08-2012
გერმანია იმედგაცრუებულია
წლების მანძილზე ევროპაში რომ რუსული პოლიტიკის გამორჩეული მხარდამჭერი რომ გერმანია გახლდათ, ცნობილია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ხელისუფლება იმედგაცრუებულია რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში პუტინის კურსი გამკაცრების გამო და რუსულ–გერმანულ ურთიერთობებში ახლა საუბარია არა პარტნიორობაზე, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ მხოლოდ „სასურველ პარტნიორობაზე“.
რუსეთის საკითხებში გერმანიის საგარეო უწყების კოორდინატორმა, ანდრეას შოკენჰოფმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „კრემლი კრიტიკულ გამონათქვამებს განიხილავს როგორც მუქარას და არა, როგორც შანსს თანამდროვე რუსეთში აქტიური სამოქალაქო საზოგადიების განვითარების საქმეში“.
ისიც კარგადააა ცნობილი, რომ მანამდე გერმანიის მთავრობა რუსეთთან კავშირს განიხილავდა როგორც „სტრატეგიულ პარტნიორობას“, თუმცა რუსეთის მიერ ასადის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერამ და რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულმა რეპრესიებმა გერმანიაში მზარდი გაღიზიანება გამოიწვია, აღნიშნავს იქაური პრესა.
იმავდროულად რუსულენოვანმა სამთავრობო რადიოსადგურმა Deutsche Welle–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ავტორიტარული პუტინური რეჟიმი რუსეთში სულ უფრო ძალას იკრებს“
რუსეთში სულ უფრო ღია ხდება რუსეთის სასამართლო სისტემის პოლიტიკურ შეკვეთაზე დამოკიდებულების პრობლემა. პუტინისეული პოლიტიკა ამ ქვეყანაში ყველა ღრიჭოდან ძვრება და ზუსტად იმეორებს იმ მოვლენათა განვითარებას, რასაც ბელორუსში ჰქონდა ადგილი, სადაც შვედური თვითმფრინავის მიერ საზღვრის გადაკვეთისას „კაგებემ“ ჟურნალისტი და რიეტლერი, როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავენი, გისოსებს მიღმა გამოკეტა. თუმცა, ამ ახალგაზრდების მთელი „დანაშაული“ იმაში მდგომარეობდა, მათ მომხდარის შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს, ვიდრე ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც კარგა ხნის მანძილზე უარყოფდნენ ამ ფაქტს. ბუნებრივია, რომ ბელორუსში და რუსეთშიც მოქალაქეებს მოუძბნეს ახსნის თავისებური მეთოდ–ხერხი, რომ ავტორიტარული სისტემა ვერ მოითმენს ვერც დაცინვას და ვერც კრიტიკას.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მოსკოვი და მინსკი ირწმუნებოდნენ, რომ პოსტსაბჭოთა ინტეგრაცია სსრკ–ს ანალოგი კი არა, მხოლოდ მჭიდრო ეკონომიკური კავშირების აღდგენაა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ ვითარდება კრემლის მიერ ინიცირებული პოლიტიკური პროექტი, ნათელია, რომ ჩამოსაყალიბებელ ევრაზიის კავშირში სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ რეპრესიებიები იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. თანაც აქ ერთიანი ხდება არამხოლოდ საბაჟო და ეკონომიკური სივრცე, არამედ რეპრესიული მექანიზმიც.
მიმომხილველებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ბელორუსი რუსეთისთვის საცდელ პოლიგონს წარმოადგენს, რომელზეც ხელისუფლება ცდის იმის შესაძლებლობებს, როგორ უნდა მოუჭირონ ქანჩს საზოგადოებრივი აქტივობის ჩასახშობად. გასული ათეული წლების მანძილზე ბელორუსის პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო იმისთვის, რომ ექსტრემისტთა რიგებში ჩარიცხონ ყველა ისინი, ვინც ფუნქციონერთა მოქმედებებს კრიტიკულად აფასებს. ბელორუსში არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს მოქმედების უფლება არა აქვთ. ხელისუფლების ოპონენტთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მცდელობაც კი მკაცრად ისჯება.
მინსკის კვალდაკვალ მოსკოვმაც ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მსგავსი ცვლილებები შეიტანა თავის კანონმდებლობაში. ცილისწამება რუსეთში ისევ სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა, რაც სერიზულად ზღუდავს მასმედიას თავის მოსაზრებებში.
ბელორუსში მართლმსაჯულება დიდი ხანია, რაც პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელ ინსტრუმენტად გადაიქცა. თუმცა, ბელორუსში ოპონენტებს პოლიტიკური მოტივით კი არა სულ სხვა მუხლით უსწორდებიან. რუსეთის მართლმსაჯულებაც ახლა სწორედ ბელურული გზით მიდის, რაც „შუასაუნებრივ კუდიანებზე ნადირობას“ მოგვაგონებს.
0