08:39:29     21-08-2012
ჩახოხბილი ხოხობი
მასალა:
ხოხობი 1ც.
ხახვი 5 თავი
ერბო 5 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული ხოხობი ავაგოთ შამფურზე და შევწვათ (წვის პროცესში წავუსვათ მარილ–წყალი, შემდეგ როდესაც შეიწოვს მარილს, წავუსვათ ერბო და კარგად შევბრაწოთ. კუბიკებად დაჭრილი ხახვი შევწვათ ერბოში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი, მოვაყაროთ 1 ს/კ. მარილი და როდესაც წამოდუღდება, მომზადებულ მასაში ჩავაწყოთ დაჭრილი ხორცი, ვადუღოთ 10 წუთი და გადმოვდგათ. (სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ნაშარაბი ან ძმარი გემოვნებით).
0