ანქვაბმა ვაჰაბიტური სკოლის დახურვის განკარგულება გასცა ანქვაბმა ვაჰაბიტური სკოლის დახურვის განკარგულება გასცა />


  08:07:41     21-08-2012

ანქვაბმა ვაჰაბიტური სკოლის დახურვის განკარგულება გასცა

a20752.jpg

სეპარატისტულ აფხაზეთში სწავლის დაწყების დღედ პირველი სექტემბერია გამოცხადებული. თუმცა, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის მარიონეტულმა ხელისუფლებამ იქ ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ „ბაშარან კოლეჯს“ მუშაობის ფორმის შეცვლა მოსთხოვა. მეტიც. ალექსანდრე ანქვაბმა პირდაპირ მისი დახურვის ბრძნება გასცა.

როგორც აფხაზური მასმედია წერს, „მთავრობა“ თავის არგუმენტებს არ ასახელებს, თუ რითია მათი მოთხოვნა გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ ამას  მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორც ამბობენ სკანდალმა უკვე „ნაციონალური მასშტაბები“ მიიღო. თუ რატომ ხურავს კოლეჯს „მთავრობა“ ამაზე ხალხში უკვე ღიად საუბრობენ. პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ იგი მუსულმანური ზეგავლენის გამტარებელია.

არადა, უკვე მრავალი წელია, რაც აფხაზურ ტელევიზიაში ყოველ ზაფხულს სარეკლამო რგოლი ტრიალებს, რომელშიც სწორედ „ბაშარან კოლეჯის“ წინ მოზარდები აფხაზურ „დროშას“ სწევენ. როგორც აფხაზური წყაროები იუწყებიან, მსგავსი ცერემონიის ჩატარების ტრადიცია სხვა არც ერთ აფხაზურ სკოლაში არ არსებობს.

ნიშანდობლივია, რომ „ბაშარან კოლეჯში“ მიღება მე–6 კლასიდან იწყება  და მხოლოდ ბიჭებს იღებენ. იქაურების მტკიცებით, აქედან მოსწავლეები უფრო განათლებულნი  გამოდიან, ვიდრე სხვა სკოლებიდან. უარეს შემთვევაში, „ბაშარან კოლეჯის“ კურსდამთავრებულნი აფხაზეთის უნივერსიტეტში ნებისმიერ შემთხვევაში ირიცხებიან, ხოლო ძირითადად – მოსკოვის, სტამბულისა  და სხვა მსხვილი სასწავლო ცენტრების უმაღლეს სასწავლებლებში. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ კოლეჯის კურსდამთვარებულთ „აფხაზეთის იმედად“ მოიხსენიებენ. მიუხედავად ამისა, სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე „განათლების სამინისტრომ“ კოლეჯის სწავლების სტრუქტურის კაპიტალურად შეცვლა მოითხოვა. როგორც მშობლებს მიაჩნიათ ეს ნიშნავს „ბაშარან კოლეჯის“ არსებული სახით დახურვას, რომელიც იქ 1998 წლიდან ფუნქციონირებს.

რაც შეეხება უშუალოდ სასწავლებელს, იგი  თავის დროზე თურქეთში არსებულ ელიტურ სკოლებში მიღებული  სწავლების სტანდატების სრული დაცვით გაიხსნა. ეს გახლდათ ინტერნატი, სადაც მოსწავლეები კვირაში ხუთ დღეს ატარებდნენ. მასწავლებლებისა და აღმზრდელების უდიდესი ნაწილიც თურქეთიდან იყო. კოლეჯს პრობლემები პირველად ჯერ კიდევ ბაღაფშის „პრეზიდენტობის“  დროს შეექმნა. კოლეჯის დამფუძნებელმაც ფინასური პრობლების მომიზეზებით აფხაზეთი დატოვა. თუმცა მაშინ კოლეჯი არ დახურულა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლების სტრუქტურის შეცვლას მაშინაც მოითხოვდნენ. თუმცა მაშინ მასზე მზრუნველობა აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ აიღო და მიუხედავად იმისა, რომ იგი დამფუძნებელთან ერთად თურქეთიდან ჩასულმა პედაგოგებმაც დატოვეს, კოლეჯმა ფუნქციონირება მაინც გააგერძელა. თურქი პედაგოგები კი თათარსტანიდან და ბაშკორტოსტანიდან ჩასულმა რუსეთის მოქალაქე პედაგოგებმა შეცვალეს. თუმცა, ახლა უკვე განათლების „სამინისტროში“ აცხადებენ, რომ არც რუსეთიდან ჩასულ პედაგოგებთან აპირებენ კონტრაქტის გაგრძლებას.

როგორც ამბობენ, კოლეჯის პრობლემები უკავშირდება იმას, რომ ანქვაბს არ სურს მასში პედაგოგებად მუსულმანების ხილვა. უფრო შორს რომ წავიდეთ, აფხაზეთის „ხელისუფლებაში“ ძალზე უფრთხიან ვაჰაბიტური მოძრაობის გაძლიერებას. საერთოდ კი ვაჰაბიტური მოძრაობის გარცელება, კულუარული ინფორმაციით, სწორედ ამ სკოლას უკავშირდება. ისიც ფაქტია, რომ აფხაზ ვაჰაბიტებს უკავშირდება ანქვაბის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო ტერაქტები და დიდი რაოდენობით აღმოჩენილი იარაღის სამალავებიც.

0

ავტორი: