დარჩიაშვილი: ივანიშვილის მხრიდან, ქვეყნის პირველი პირის ტელედებატებში გამოწვევა, პოლიტიკური სიბეცეა დარჩიაშვილი: ივანიშვილის მხრიდან, ქვეყნის პირველი პირის ტელედებატებში გამოწვევა, პოლიტიკური სიბეცეა />


  13:02:47     20-08-2012

დარჩიაშვილი: ივანიშვილის მხრიდან, ქვეყნის პირველი პირის ტელედებატებში გამოწვევა, პოლიტიკური სიბეცეა

a20734.jpg

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს.

„პრესა.ჯი“ს შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა დებატებში ივანიშვილი მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერი ტელეეთერი გამოიყენოს და დებატებში საქართველოს პრეზიდენტი გამოიწვიოს.

„მზად ვარ ვისარგებლო ნებისმიერი ნაციონალური არხის ეთერით თუ ამის საშუალება მომეცემა და ვიწვევ დებატებში საქართველოს პრეზიდენტს.  თუ ის არ იქნება თანახმა, შემიძლია „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრთან დავჯდე. გამოვიდეს თუ უნდა 7, 8 კაცი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი კი ივანიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ სიბეცეს უწოდებს.

„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა არც წინასაარჩევნო დებატების სპეციფიკა იცის, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები არ არის და არც ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ პრეზიდენტობის კანდიდატი. მიხეილ სააკაშვილისთვის აღნიშნული შეთავაზების გაკეთება მხოლოდ პოლიტიკური თამაშია, ან პოლიტიკური სიბეცე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა არხზე მიმდინარე ტელედებატებში.

„ჩვენ ვსხედვარ ერთ მაგიდასთან „ქართული ოცნების“ წევრებთან. თუ ივანიშვილს უნდა რომ მასაც გავუწიოთ ოპონირება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება შემოთავაზებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთდა, ეს პოლიტიკური სიბეცეა. ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ სააკაშვილი პრეზიდენტობას არ აპირებს და როგორც ვიცი არც ივანიშვილი გეგმავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ამიტომ ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია. თუ „ქართული ოცნების“ ლიდერს საპარლამენტო არჩევნების წინ უნდა ქვეყნის პირველ პირს ედებატოს, ეს საარჩევნო კანონის დარღვევაა“,- განმარტა დარჩიაშვილმა.

0

ავტორი: