ვერეშჩაგინი ოსების საქმიანობით უკმაყოფილო დარჩა ვერეშჩაგინი ოსების საქმიანობით უკმაყოფილო დარჩა />


  07:47:37     20-08-2012

ვერეშჩაგინი ოსების საქმიანობით უკმაყოფილო დარჩა

a20719.jpg

ორიოდე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერეშჩაგინის მეთაურობით „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის დელეგაცია ეწვია. კონკრეტულად, ვერშჩაგინმა და კომპანიამ ახალგორის რაიონი მოინახულა. როგორც მარიონეტული ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რეს“–ი იუწყება, ვიზიტის მიზანი ახალგორის რაიონის სოციალ–ეკონომიკური განვითარების საკუთარი პროგრამის შემუშავებაა, რაც შემდგომში „სამხრეთ ოსეთის“ 2013–2015 წლების სოციალ–ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამაში უნდა შევიდეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგციამ რიგი ობიექტების ინსპექტირებაც მოახდინა. ამას გარდა რუსი ჩინოვნიკების დელეგაცია ადგილობ მოსახლეობასაც შეხვდა. ახალგორის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ხალხს სერგეი ვერეშჩაგინმა მიმართა.   

„გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ რუსეთის ფედერაციასა და „სამხრეთ ოსეთს“ შორისსოციალურ–ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისი კომისიის სხდომა. ჩემთის დიდად სამწუხაროა, რომ დღეს, როცა აქ ჩამოვედი ვერანაირი არსებითი ცვლილებები ვერ ვნახე. სწორედ ამიტომაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ მიღებულიქნა გადაწყვეტილება მომზადდეს ახალი პროგრამა ლენინგორის (ახალგორის) რაიონის განვითარების ცალკე პროგრამა, ცალკე ბლოკი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გავხადოთ თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული და უკეთესი“, – აღნიშნა სერგეი ვერეშჩაგინმა.

თუმცა, დაპირება ერთია და შესრულება კი მეორე. ეს პირველი როდია, როცა ახალგორის მოსახლეობას რუსები აყვავებას პირდებიან, მაგრამ დაპირების იქით არ მიდიან. ისე კი, რასაც რუსები ფულს გამოყოფენ, ოსები მაშინვე საკუთარ ჯიბეებში იდებენ. განსაკუთრებით, ამ მხვრივ კოკოითის ხალხმა გამოიჩინა თავი. ახლა რუსებმა თანდათანობით მათი აყვანა დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ლიფსიტებს ერჩიან და ღლავებ როდის გადავლენ, ჯერ უცნობია.  

0

ავტორი: