კარტოფილი ხაჭოს კრემით კარტოფილი ხაჭოს კრემით />


  07:40:35     20-08-2012

კარტოფილი ხაჭოს კრემით

a20718.jpg

მასალა:

კარტოფილი 1კგ.

ხაჭო 200გრ.

არაჟანი 2 ს/კ.

ნიორი, წიწაკა, ქინძი და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ გავასუფთავოთ და გავჭრათ შუაზე, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და გავაფორმოთ ოხრახუშით.

 

შიგთავსის მომზადება:

ხაჭოს დავამატოთ არაჟანი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ.

0

ავტორი: