ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მაღალ თანამდებობას უმზადებს ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მაღალ თანამდებობას უმზადებს />


  23:18:55     19-08-2012

ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მაღალ თანამდებობას უმზადებს

a20711.jpg

დღეს, ოლიგარქის კოალიციამ რუსთავში მცირერიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე შეკრება  პარტაქტივმა დღის ხუთი საათისთვის დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჟიული შარტავას მოედანზე, ძირითადად, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა რაიონიდან და თბილისიდან ჩასული ადამიანები იმყოფებოდნენ.

აქციის დაწყებამდე “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის პირველი ინცინდენტი მოხდა.  “ქართული ოცნების” ლოგოს  გამოსახულებიანი  მაისურები საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინცინდენტი მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც “მეოცნებეებს” დამატებით მიუტანეს მაისურები.

აქცია დავით მაღრაძის გამოსვლით დაიწყო. მაღრაძის შემდეგ სცენაზე ივანიშვილი ავიდა, რომელიც რუსთაველებს „ოცნებების ასრულებას“ დაჰპირდა.

აქცია, ჩვეულებისამებრ, ბერას სიმღერებით დასრულდა. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი დღეს პარტია “ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერს  ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

“პრესა.ჯი”-ს შეკითხვაზე, რა მოტივი ჰქონდა მისი და ნინო ბურჯანაძის შეხვედრას, ივანიშვილმა გვიპასუხა:  “საინტერესო შეხვედრა გვქონდა მე და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მან გაიხსენა საკმაოდ საინტერესო ფაქტები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა იყო ხანგრძლივი, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბარი არ გვქონია,“-განაცხადა ივანიშვილმა.

ჩვენს შეკითხვაზე,  მხოლოდ ფაქტების გასახსენებლად შეხვდა თუ არა ის ბურჯანაძეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე არც სამომავლო გეგმებსა და არც თაამშრომლობაზე არ უსაუბრიათ, თუმცა მომავალში ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ოლიგარქმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში არ გამორიცხავს ნინო ბურჯანაძეს მაღალი თანამდებობა შესთავაზოს.

ივანიშვილმა ბურჯანაძეს მოუწონა საქციელი, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. “ მე ვაფასებ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.”-განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების შემდეგ ივანიშვილმა რუსთავი დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ აქციის დასრულების შემდეგ რუსთავი-თბილისის გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. “პრესა.ჯი” –მ თბილისისკენ მომავალი 15-მდე მიკროავტობუსი დააფიქსირა, რომელშიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისხდნენ. გადაღლილი „მეოცნებეები“ მიკროავტობუსებში ვახშმობასაც არ მორიდებიან.

შეფერხებული მოძრაობა რუსთავი-თბილისის  გზაზე დაახლოებით 20:30 საათამდე გაგრძელდა.ამ დრომდე აქციაზე ჩაყვანილი მოქალაქეები თბილისსა და ქვემო ქართლის სოფლებში ბრუნდებოდნენ.

0

ავტორი: