ჩრდილოკავკასიელები საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდებიან... ჩრდილოკავკასიელები საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდებიან... />


  08:54:23     19-08-2012

ჩრდილოკავკასიელები საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდებიან...

a20710.jpg

კრემლს ეს აშკარად აშფოთებს და ამის მიზეზი ნამდვილად რომ აქვს, რადგანაც უკვე საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს, რომ ბოლო ხანებში ჩრდილოკავკასიელები საქართველოს მიმართ დადებითად განეწყვნენ. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ხელისუფლების მიერ  ბოლო დროს ჩერქეზებთან ურთერთობებში გადადგმული ნაბიჯები.

ჩერქეზი საზოგადოებრვი მოღვაწის, ნალჩიკელი ასლან ბეშტოს თქმით,  რუსეთმა კავკასიელთა ერთ ნაწილს დახმარების ხელი გაუწოდა, ხოლო მეორე ნაწილზე საერთოდ ჩაიქნია ხელი. ერთს უთხრა, რომ თვითგამორკვევის უფლება აქვთ, ხოლო დანარჩენებს სეპარატისტებისა და ექსტრემისტების იარლიყები მიაკერა, რადგანაც ისინი მოითხოვდნენ, რომ მათი პრობლემებისთვის ყურადღება მიექციათ. მისივე აზრით, ჩერქეზებს დაუდგათ დრო, როცა მეგობრები უნდა მოეძებნათ.

„ბოლო ორი წლის მანძილზე მოხდა უნიკალური მოვლენა: საქართველომ სრულად გადახედა საკუთარ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ და ძალთა შეხების წერტილად აირჩია ჩერქეზების გენოციდი და კავკასიის ომი. უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად ჩაატარა კვლევები, აღიარა გენოციდი, თბილისში დააფუძნა ჩერქეზთა კულტურის ცენტრი... ჩერქეზები თავიდან ძალზე ფრთხილად ეკიდებოდნენ საქართველოს მხრიდან მოწოდებულ ყველა ინიციატივას, მაგრამ ბოლოს ეს დამოკიდებულება თანდათანობით შეიცვალა და პროცენტულად იმათი რაოდენობა, ვინც საქართველოს მიმართ კეთილად განეწყო, დიდად გაიზარდა“, – მიაჩნია ასლან ბეშტოს.

ასე რომ საქართველოს მიმართ კეთილად განწყობილ კავკასიელთა რიცხვი იზრდება.

ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო და თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ნებართვა მისცა. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს მიმართულებით ჩრდილოეთ კავკასიიდან ავტომობილებით დაიძრნენ ზოგი დასასვენებლად, ზოგიც სასწავლებლად, ზოგიც უბრალოდ საქმეზე.

მეორე ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის, ასლან შაზოს თქმით, ჩერქეზები მიესალმებიან საქართველოსა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივას, რათა მათი პრობლემები დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ისინი აცხადებენ, რომ თავადაც ვალში არ დარჩებიან და შეეცდებიან საქართველოს მხარი დაუჭირონ:

ჩერქეზები აცხადებენ, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ,  საქართველოს გვერდით ვიქნებით, მის საქმიანობას მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში გავუწევთ აგიტაციას და არამარტო იქ, არამედ მსოფლიოში ყველგან, სადაც ჩვენი გავლენიანი დიასპორები არსებობენო.

0

ავტორი: