14:47:10     17-08-2012
„ქართული ოცნება“ ბიძინას სახელობისაა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ დაარეგისტრირა. საარჩევნო ბლოკში, ექვსი პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, მის მიერ დაფინანსებულ საარჩევნო ბლოკში, მისი სახელი მაინც ფიგურირებს.
ეს ოლიგარქის პიარ-გათვლაა. თავის დროზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ქართველ ხალხს სწორება ივანიშვილის გვარზე აქვს”.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილია, ივანიშვილის ოცნება კი, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, „დანარჩენი საქართველოს“ გაბრწყინება, შუშის ხიდის დანგრევა, ქვეყნის პროდასავლურ კურსზე უარის თქმა და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება.
0