07:40:28     17-08-2012
ბადრიჯანი წიწაკით
მასალა:
ბადრიჯანი 4კგ.
ზეთი 0,5ლ.
ბულგარული წიწაკა 1,5კგ.
ნიორი 400გრ.
ოხრახუში 100გრ.
კამა 100გრ.
წყალი 1,2ლ.
მარილი 150გრ.
ხილის ძმარი 120გრ.
წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავწუროთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში, შევწვათ ზეთში და გავაცივოთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბიკებად და მოვთუშთ ცალკე ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა და კარგად ავურიოთ. გაციებული ბადრიჯანი ფენებად მოვათავსოთ ჭურჭელში, თითოეულ ფენაზე მოვათავსოთ მოთუშული ბულგარული წიწაკა ნივრით და მწვანილებით, კარგად დავპრესოთ და მოვასხათ ძმარი წყალში არეული. გავაჩეროთ 20 საათი, შემდეგ ყველაფერს კარგად ავურიოთ, ჩავაწყოთ მომზადებულ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია. (ნახევარლიტრიან ქილებს 20 წუთი).
0