ნატო-საქართველოს პარტნიორობის მექანიზმები ნატო-საქართველოს პარტნიორობის მექანიზმები />


  08:16:37     16-08-2012

ნატო-საქართველოს პარტნიორობის მექანიზმები

a20649.jpg

1994 წლიდან საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში (PfP). პროგრამის ფარგლებში ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ხორციელდება პოლიტიკური დიალოგი, ასევე სხვადასხვა ტიპის პროგრამა და ღონისძიება.

1996 წელს შემუშავებულ იქნა ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), რომელშიც გაწერილია თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ჩასატარებელი ღონისძიებები.

1996 წელს პირველმა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში გამართულ საველე წვრთნებში. ამ დროიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამსახურის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი იღებს განათლებას პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის სასწავლო ცენტრებში.

1997 წლიდან საქართველო გახდა ნატო-ს მთავარი პოლიტიკური ფორუმის ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) წევრი.

1999 წლიდან 2009 წლამდე საქართველომ უმასპინძლა მრავალ ნატო/PfP ფორმატში გამართულ სწავლებას: Medceur-00, Cooperative Partner-01, Cooperative Best Effort-02, Eternity-02, Medceur/Rescuer-03, Medceur/Rescuer-05 Eternity-05, Cooperative Archer-07, Cooperative Lancer/Cooperative Longbow-09.

1999 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP). პარტნიორობის აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების ნატო-ს ძალებთან თავსებადობის მიღწევა. აღნიშნულ ფორმატში ნატო-ს საერთაშორისო სამსახური ატარებს პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ შეფასებას. აღნიშნულ შეფასებებზე დაყრდნობით ხდება პარტნიორობის მიზნების (Partnership Goals) განსაზღვრა, რომელიც გადაიხედება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

2004 წლიდან საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და ანალიზის პროგრამაში (OCC E&F), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ნატო-სთან ურთიერთავსებადობის გაზრდასა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობას ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ამჟამად OCC-ის ფარგლებშიც გაცხადებულია ერთი გამნაღვნელთა ასეული.

საქართველო 1999-2008 წლებში იღებდა მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) კოსოვოს ტერიტორიაზე. 2004 წლიდან ქართული შენაერთები გადასროლილი იქნა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში-საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალები (ISAF). საქართველო ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონტრიბუტორი სახელმწიფოა ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2004 წელს ნატო-ს წარუდგინა და დაამტკიცა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP).

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაყოფილი იყო 4 თავად და მოიცავდა იმ რეფორმათა არეალს, რომლებიც სრულდებოდა ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისად.

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 2008 წლიდან ჩაანაცვლა წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP), სადაცასახულიიქნაროგორც IPAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე ახალი მიმართულებები.

2008 წელს საქართველოს შეიქმნა ნატო-საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის კომისია,რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ მექანიზმს. კომისია ითვალისწინებს როგორც მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე კონკრეტული პროექტების ინიცირებას და განხორციელებას სხვადასხვა სფეროში.

2008 წლიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის საქართველოში დაფუძნების შესახებ, რომელიც ოფიცილურად გაიხსნა 2010 წელს.

2010 წელს დაინერგა პარტნიორობის ახალი მექანიზმი-ნატო-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა. მის ფარგლებში შემუშავდა სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO WP), და იმპლიმენტაციის პროგრამა (IP), რომლის ფარგლებშიცუფრო მეტად გააქტიურდა და ეფექტური გახდა ალიანსთან თანამშრომლობა.

გარდა ზემოხსენებულისა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) დანატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს (NAMSA) პროექტი “საქართველო III”, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული განაღმვის შესაძლებლობების შექმნასა და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

mod.gov.ge

0

ავტორი: