21:04:57     15-08-2012
კახეთში შვილმა დედას ყელი გამოჭრა

საზარელი შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში 77 წლის ეთერ ტურიაშვილს საკუთარმა შვილმა ყელი გამოჭრა. გარდაცვლილი ქალბატონი დღეს ოჯახში სტუმრად მისულმა მეზობელმა ნახა. თვითმხილველთა განცხადებით, ქალბატონი სამი დღის გარდაცვლილია.
როგორც „პრესა.ჯი“-ს კახეთში ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებმა განუცხადეს, ქალბატონის გვამი გახრწნილ მდგომარეობაშია. არსებული ინფორმაციით, მკვლელმა დედას დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიეთილენის პარკები და ყუთები დააფარა. როგორც ტურიაშვილების მეზობლები ყვებიან, მამაკაცი დედას ხშირად ემუქრებოდა თავის მოჭრით.
ახალგაზრდა მამაკაცი ფსიქიურად შერყეულია. ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მალხაზ ტურიაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
0