08:23:17     13-08-2012
თეთრ ღვინოში მოხარშული სვია
მასალა:
თევზი (სვია) 1კგ.
თეთრი მშრალი ღვინო 400მლ.
კარაქი 50გრ.
1/2 ლიმონი
მოხარშული კარტოფილი 300–400გრ.
მწვანე ხახვი, კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სვია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ღვინო ისე რომ თევზს ფარავდეს 1/3–მდე, დავამატოთ კარაქი, მრგვალად დაჭრილი ლიმონი, მოვაყაროთ მარილი, ქვაბს დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ მომზადებამდე. მოხარშვის შემდეგ თევზი გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, ირგვლივ შემოვუწყოთ მოხარშული კარტოფილი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი და გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.
0