სტავროპოლსა და კარსნოდარში  კაზაკთა ჩასახლება და კავკასიელთა განდევნა იწყება სტავროპოლსა და კარსნოდარში კაზაკთა ჩასახლება და კავკასიელთა განდევნა იწყება />


  13:06:23     10-08-2012

სტავროპოლსა და კარსნოდარში კაზაკთა ჩასახლება და კავკასიელთა განდევნა იწყება

a20554.jpg

 სტავროპოლის მხარეში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში შედის, ცენტრალური აზიიდან კაზაკებს ასახლებენ.  150 კაზაკურმა ოჯახმა - დაახლოებით, 700-მდე ადამიანმა, სემირეჩიედან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ყირგიზეთიდან სტავროპოლის მხარეში გადასახლდეს. კაზაკების სტავროპოლის ტერიტორიაზე ჩასახლების საკითხი,  ადგილობრივი მთავრობისა და სასულიერო პირების დონეზე არაერთხელ განხილულა. ისინი პირველ გადმოსახლებულებს უკვე შეხვდნენ და ამ პროცესის შეუქცევადონაზე ისაუბრეს.

ყაზახეთიდან ჩასული კაზაკები,  უკვე „სემირეჩიეს კაზაკთა“ კავშირის დაფუძნებასა და დარეგისტრირებას აპირებენ.
კაზაკების სტავროპოლში გადმოსახლების კამპანია,  მეზობელი კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ინიციატივას მოჰყვა. ალექსანდრე ტკაჩოვმა კაზაკთა რაზმებს პოლიციასთან ერთად,  მხარეში წესრიგის დაცვა სთხოვა.

ამ ნოვაციებმა ჩრდილოკავკასიელები უკვე გააღიზიანა, თანაც, არა რიგითი მოქალაქეები, არამედ ჩინოვნიკები. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტკაჩოვი,  პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, რომ ის კაზაკების დახმარებით კრასნოდარის მხარიდან კავკასიელთა განდევნას იწყებს. დუკვახ აბდურახმანოვის განცხადება,  ჩეჩნეთის შსს-ს საიტზეა გამოქვეყნებული. მისი თქმით, ტკაჩოვის იდეები ქვეყანაში ნაციონალური შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას განაპირობებს.
 ამასთან, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ „საშიში“ საუბრები წამოიწყო იმის შესახებ, რომ კრასნოდარის მხარის ტერიტორია „ისტორიულად ჩერქეზული და ადიღეური მიწებია და კავკასიელებს ეკუთვნის“.

ტკაჩოვის თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე მოითხოვეს ჩერქეზებმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ნაციონალური შუღლის გაღვივება ზოგადად, ტკაჩოვის პოლიტიკაა, რის გამოც, ჩერქეზები ვლადიმერ პუტინს გუბერნატორის მოხსნას სთხოვენ.

„რა უფლებით ითხოვენ ჩვენი - კავკასიელების გაძევებას? ეს ხომ ითქვა ჩერქეზების, აბაზების, ყარაჩაელების, დაღესტნელი ხალხების და სხვათა წინააღმდეგ. ეს ითქვა მუსულმანებისთვის (რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა უმრავლესობას წარმოადგენენ) წმინდა, რამადანის თვეში... რა, ჩვენ, ჩვენს ცოლებსა და შვილებს კაზაკები გაჩხრეკენ?“ - აცხადებენ აღშფოთებული ჩერქეზები.

მიუხედავად ამისა, კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ გაავრცელა განმარტება, რომ კაზაკთა „დრუჟინები“ სწორედ ნაციონალური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იქმნება“, რაც ექსპერტების აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა ხელისუფლების მხრიდან და შესაძლოა, მართლაც, რეგიონი, სადაც 100-მდე ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, რუსეთს, თვალის დახამხამებაში, ნაციონალური შუღლის ცხელ კერად ექცეს.

0

ავტორი: