თიბილოვი, რუსეთის შემადგენლობაში,  „ორი ოსეთის“ გაერთიანებაზე ალაპარაკდა თიბილოვი, რუსეთის შემადგენლობაში, „ორი ოსეთის“ გაერთიანებაზე ალაპარაკდა />


  00:01:00     10-08-2012

თიბილოვი, რუსეთის შემადგენლობაში, „ორი ოსეთის“ გაერთიანებაზე ალაპარაკდა

a20540.jpg

2008 წლის აგვისტოს მოვლენების ოთხი წლისთავთან დაკავშირებით,  კრემლის მთავარმა ოსმა მარიონეტმა, ლეონიდ თბილოვმა რუსულ გაზეთ РБК daily–ის ინტერვიუ მისცა და ღიად განაცხადა, რომ იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალს რუსეთთან ურთიერთობებში ხედავს. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ „ორი ოსეთი“ მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომს, თიბილოვმა მას უწოდა „ომი, რომელიც ოსი ხალხის განადგურებისკენ იყო მიმართული“.

მისივე თქმით, ახლა „რესპუბლიკაში“ ქართველები და ოსები ერთად, უპრობლემოდ ცხოვრობენ, თუმცა „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არა აქვს  და არც შეიძლება ჰქონდეს“.

როცა ქართველებისა და ოსების უპრობლემო თანაცხოვრებაზე საუბრობს რუსების ოსი მარიონეტი, აქ იგი აშკარად ტყუის, რადგანაც ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები საერთოდ მიწასთანაა გასწორებული, ხოლო იქ მცხოვრები ქართველები კი, ვინც რუსების ტყვიას გადაურჩა, იქიდან გამოაძევეს.

თუმცა, РБК daily–სთან თიბილოვმა ენა ამოიდგა, თუ ამოადგმევინეს და რუსების მიერ ქართული მხარისთვის ულტიმაუტუმის ენით ათასგზის მონათხოვნი გაიმეორა: „აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწეროს დოკუმენტს „ სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ მათ ეს არ სურთ“.

შემდეგ თიბილოვმა რუსულ გამოცემასთან საკუთარ გაჭირვებაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საკუთარი ბიუჯეტის დამოუკიდებლად ფორმირების უნარი არ შესწევთ და  ამას მხოლოდ რუსეთის დახმარებით უმკლავდებიან. მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდებას, რომ რუსეთის შესაძლებლობანი აღემატება იმ რუსურსებს, რაც ცხინვალის რეგიონს გააჩნია. თუმცა თიბილოვს მიაჩნია, რომ უახლოეს 1,5 წელიწადში ისინი საკუთარი ეკონემიკის აშენებას შეეცდებიან. „განიხილებოდა 2013–2015 წლებისთვის რუსეთის მხრიდან დახმარების საკითხი. მაგრამ ამ პერიოდში ვიმედოვნებთ, რომ გვექნება საკუთარი ეკონომიკური ბაზა“, – ზღაპრებს მოუჰყვა ამჯერადაც РБК daily–ის მთავარი ოსი მარიონეტი.

მისივე თქმით, 2008 წლამდე მთელი რესურსები თურმე „სახელმწიფო უსაფრთხოებაზე“ მიდიოდა. ანუ პუტინს მოყოლებით თიბილოვმაც აღიარა, რომ ისინი მხოლოდ საქართველოსთან საომრად ემზადებოდნენ. სამაგიეროდ, ახლა სოფლის მეურნეობა უნდა ავაღორძინოთო. თან ისიც დასძინა, რომ არც მრეწველობას მიივიწყებენ, რადგანაც, თიბილოვის თქმით, საბჭოთა პერიოდში „სამხრეთ ოსეთში“ 27 საწარმო ფუნქციონირებდა, მაგრამ ყველა მათგანი მთლიანად საბჭოთა კავშირზე მუშაობდა, ხოლო ახლა კი გასაღების ბაზრად მხოლოდ რუსეთი გვრჩებაო. თუმცა, ისიც აღიარა, რომ ამჯერად რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლაც კი შეწყვეტილიაო.

თიბილოვი ასევე РБК daily–ს მოუყვა, „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუციით ორი „სახელმწიფო ენა“ აქვთ – ოსური და რუსული. საგანმანათლებლო პროცესი კი „სამხრეთ ოსეთის“ სკოლებში ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ლენინგორის (ახალგორის ასე ეძახიან) რაიონში კი უმეტესწილად ქართულ ენაზეო. თუმცა იქ რომ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლებას უკრძალავენ, ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. ოსურ ენაზე მთელს „რესპუბლიკაში“ მხოლოდ ოსური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მიმდინარეობსო. „სამწუხაროდ, საბჭოთა კავშრისდროინდელი არასწორი პოლიტიკის გამო ოსური ენა გაქრობის ზღარზე აღმოჩნდა. იუნესკო იძლებული გახდა იგი მომაკვდავი ენების სიაში შეეყვანა“, – დაიჩივლა მან.

ცხადია, თიბილოვი რუსულ გამოცემასთან იმას არ იტყოდა, რომ იმავე საბჭოთა პერიოდში  რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისგან განსხვავებით მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ოსებს ჰქონდათ უფლება  განათლება მშობლიურ ენაზე მიეღოთ.

სამაგიეროდ ამაყობს იმით, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები გააჩნიათ, რაც მას „სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის“ დარღვევად არ მიაჩნია. თიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების დროს მან ამ პროცესზე რუსეთის ზეგავლენა ვერ შენიშნა. ეტყობა, მთავარი ოსი მარიონეტი ან ბრმაა, ან კიდევ უარესი, რადგანაც, როგორ „დემოკრატიულად“ ჩატარდა იქ საპრტეზიდენტო არჩევნები  და რა პერიპეტიები გადახდა თავს იმ დროს ალა ჯიოევას, რომელმაც ეს არჩევნები მოიგო, მთელმა მსოფლიომ გაიგო. თუმცა, კრემლს არ აწყობდა ის და მის ნაცვლად თიბილოვი დანიშნა.

აქვე, РБК daily–სთან ლეონიდ თიბილოვმა ისიც აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში „არც რიგითი მოქალაქე და მითუმეტეს, პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება არ იქნეს პრორუსი“

РБК daily–ს შეკითხვაზე, როგორ აფასებს იგი ორი ოსეთის გაერთიანების შესაძლებლობას, კრემლის ოსმა მარიონეტმა ნაწილობრივ ისტორიაც გააყალბა და უპასუხა: „ოსეთი ერთია, მაგრამ იგი საბჭოთა კავშირის შექმნის დროს რაღაც გადაწყვეტილებებით გაყოფილიქნა“. მისივე თქმით, პერსპექტივაში,  „რესპებლიკა“ ერთიანი იქნება რუსეთის შემადგენლობაში.

0

ავტორი: