პუტინის ყოფილი მრჩეველი, ლატვიამ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პუტინის ყოფილი მრჩეველი, ლატვიამ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა />


  20:15:32     09-08-2012

პუტინის ყოფილი მრჩეველი, ლატვიამ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

a20538.jpg

რუსულ საინფორმაციო სააგენტო Regnum–ს არცთუ იშვიათად პუტინისა და კრემლის უმთავრეს რუპორად კი მოიხსენიებენ და ეს რომ მართლაც ასეა, ამაში ძნელია ეჭვი შეინატანო. ყოფილი საბჭოთ რესპუბლიკების მიმართ Regnum–ზე უფრო რეაქციულად განწყობილ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს სანთლითაც რომ ეძებდე ვერსად იპოვი. 

ამაში, რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი მიუძღვის მის მთავარ რედაქტორს, პუტინის ყოფილ მრჩეველს მოდესტ კოლეროვს, რომელიც დღესაც კრემლის მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა. იგი ვლადიმერ პუტინის ერთგულ მოკავშირედ რჩება საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობის საკითხებშიც. უფრო სწორად, როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა, სწორედ მოდესტ კოლეროვისგან მოდის. 

მისი იდეაფიქსი არამხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენაა, არამედ, მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. ამ საკითხებთან დაკავშირებით მას ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონია პრობლემა. კერძოდ, საქართველომ და ესტონეთმა იგი პერსონა ნონ გრატად უკვე კარგა ხანია, რაც გამოაცხადეს.

8 აგვისტოს კი იგივე ვერდიქტი გამოუტანა კოლეროვს ლატვიამაც.

როგორც სააგენტო“ბი–ბი–სი“ იტყობინება, 8 აგვისტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა Regnum–ის მთავარი რედაქტორი, მოდესტ კოლეროვი და მისი მოადგილე, იგორ პავლოვსკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

„გადაწყვეტილება მიღებულია ლატვიის კომპეტენტური დაწესებულებების ინფორმაციის საფუძველზე, რომ კოლეროვი და პავლოვსკი ფარულად ეწოდნენ ლატვიის უსაფრთხოების, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური ესაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“, შეატყობინეს სააგენტო „რია ნოვოსტის“ ლატვიის საგარეო უწყების პრეს–სამსახურიდან.

ცნობილია, რომ კოლეროვი ერთი თვის წინ ლატვიაში ჩავიდა და იქ საკუთარი წიგნის „იმპერიის პულსირების“ პრეზენტაცია ჰქონდა, რა დროსაც იგი ბნელ პროგნოზებს არ მოერიდა ლატვიის მომავლის გამო და მოწოდება გააკეთა, რომ ამ ბალტიისპირული რესპუბლიკის რუსულენოვანი მოსახლეობის რუსეთიდან დაფინანსების ორგანიზება მოეხდინათ.

ამას გარდა კოლეროვმა ასევე გააკრიტიკა რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის 74,8 %–მა სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. ეს ცხადია, კოლეროვს არ მოეწონა და რიგაში განაცხადა, რომ ქვეყნის იმ რაიონებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა 20%–ს აჭარბებს, რუსულს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი, რაც, ლატვიის მოსახლებისთვის ასევე მიუღებელია. სწორედ სახელმწიფო საქმეებში უხეშმა ჩარევამ გამოიწვია ის, რომ კოლეროვი, თავის დამქაშ პავლოვსკისთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ასე რომ, კოლეროვმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო.

0

ავტორი: