18:07:35     09-08-2012
ივანიშვილის მიერ ნაყიდი "სოციოლოგები"

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის ყიდვას არის მიჩვეული, რადგან ბიზნესში გამოწრთობილ პოლიტიკოსს, საერთაშორისო კვლევითი ცენტრების მოქრთამვა არ გამოუვიდა, მისი დაბალი რეტინგის ხელოვნურად გაზრდისთვის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ამერიკული კომპანია "Penn Schoen Berland" დაიქირავა, რომელმაც დღეს „გასაოცარი შედეგები“ დადო.
ამერიკული კომპანია "Penn Schoen Berland"-ის კვლევითი ცენტრის დირექტორის კრეგ სმიტის განცხადებით, თურმე 2012 წლის, 3-15 ივლისის პერიოდში გამოკითხული 1980 ამომრჩევლის აზრით, ძირითადი ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდიკით ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, "ქართული ოცნების" ლიდერის უპირატესობა გაიზარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისა კი - შემცირდა.
კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას", მხარს გამოკითხულთა 42% " ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 37% უჭერს. ამერიკელი ირწმუნება, რომ იგივე კითხვის ფორმულირება შემდეგნაირი იყო: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ამ ორი პარტიიდან რომელს დაუჭერდით მხარს.
კვლევის მიკერძოებულობაში ლეგიტიმურ ეჭვს, გამოკითხვის ერთ-ერთი ავტორის მიჩელ კეიტსის ფიგურა აჩენს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და ოლიგარქის პიარს ეწევა.
თუმცა, ეს გარემოება კრეგ სმიტს ეჭვს არ უჩენს. კვლევის ორგანიზატორებმა „რედისონში“ შეკრებილ ჟურნალისტებს, არც გამოკითხვის ფორმა, არც კითხვათა კლასიფიკაცია წარუდგინეს. გამოდის, აღნიშნული გამოკითხვაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იმ კომპანიის წარმომავლობა და ფინანსები.
რაც შეეხება თვითონ "Penn Schoen Berland"-ს, ამ ორგანიზაციას მსგავსი სახის კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა სასაცილო ის არის რომ არჩევნების შემდეგ, მის მიერ დადებული კვლევის შედეგები ახლოსაც არ დგას იმ პროცენტულ მაჩვენებელთან, რომელსაც პოლიტიკური ფიგურები არჩევნების შედეგად იღებენ.
მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პენ შონ ბერლანდმა ეგზიტპოლი ჩაატარა, რომელზეც გაჩნდა ეჭვი, რომ გამოკითხვა არასამართლიანი იყო.
ადგილობრივმა გაზეთებმა, მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ PSB გაუმჭირვალე პრაქტიკას ეწევა, უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე და, ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკის ასოციაციის“ სტანდარტებს.
ამ ორგანიზაციამ გააყალბა, ვენესუელას 2004 წლის რეფერენდუმის და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა. კრიტიკოსებს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერიც შეუერთდა.
2004 წლის ვენესუელას რეფერენდუმის დროს, ორგანიზაციამ დაარღვია კანონი და გამოკითხვების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რათა ამ გზით ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოეხდინა.
PSB ლამის საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა 2008 წელს, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისას. საქმე ისაა, რომ პენი ჰილარი კლინტონისთვის კვლევებს ატარებდა, თუმცა, პარალელურად ხვდებოდა კოლუმბიის მთავრობას და მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. არადა, კლინტონის კამპანია თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგი იყო. ეს სკანდალური ინფორმაცია მაშინ გავლენიანმა "WALL STREET JOURNAL"-მა გაავრცელა.
ცნობილია ასევე, რომ 2005 წელს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის კამპანიისას, პენმა ბლერს "მიკერძოვებულ კვლევაზე დაყრდნობით" მისცა რჩევები, რომელიც მოკლებული იყო გამჭვირვალობას, თავისი კლიენტის მიმართ.
რა მოხდა საქართველოში რეალურად? სინამდვილეში, თითქოს ამ კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა. რეალურად კი, ოლიგარქის მრჩეველმა, ცნობილმა ალკოჰოლიკმა ზურაბ ბიგვავამ, როგორც PSB-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა, საკუთარი ინტერპრეტაციით ჩამოწერა მილიარდერისათვის სანუკვარი ციფრები. ივანიშვილმა ამ კომპანიის წარმომადგენელს, თავისი ერთერთი მოსკოველი პარტნიორის საშუალებით, გადაურიცხა თანხა.“
აი ასე, კიდევ ერთი თაღლითური ეპიზოდი მიემატა ამ კვლევითი ცენტრის ისტორიას, ამჯერად საქართველოში.
0