08:17:27     07-08-2012
არაჟნის და მწვანე ხახვის ორცხობილა
მასალა:
პურის ფქვილი 2 და 1/4 ჭიქა
არაჟანი 300მლ.
მწვანე ხახვი 1–2 კონა
სახამებელი (კრახმალი) 3 ჩ/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
სოდა 1/2 ჩ/კ.
შავი პილპილი 1/2 ჩ/კ.
კარაქი წასასმელად.
მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად ავთქვიფოთ. ფქვილს დავამატოთ მარილი, სახამებელი, სოდა, შავი პილპილი, კარგად ავურიოთ, შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ არაჟნიან მასაში და მოვზილოთ ცომი (თუ საჭირო გახდება დავამატოთ ფქვილი). მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ ფქვილიან ზედაპირზე, დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, შემდეგ თითოეული ნაჭერი მოვათავსოთ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200–220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
0