ესპანეთში რუსი ტერორისტები დააპატიმრეს ესპანეთში რუსი ტერორისტები დააპატიმრეს />


  08:13:35     07-08-2012

ესპანეთში რუსი ტერორისტები დააპატიმრეს

a20484.jpg

რუსებს რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირები აქვთ, ცნობილია, ოღონდ, კრემლი ამას, ტრადიციულად რომ უარყოფს, არც ესაა ახალი ამბავი. არადა, ისიც ფაქტია, რომ მანამდე რუსეთი ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ–ქაიდასთან“ პირდაპირ კავშირში არასოდეს უმხელიათ.  ახლა ამასაც მოვესწარით. ისიც ფაქტია, რომ ამის შესახებ მოსკოვში ჯერჯერობით, მხოლოდ დუმან და კომენტარისგან თავს იკავებენ.

 „ბი–ბი–სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ესპანეთში არამარტო დააპატიმრეს, არამედ, 5 აგვისტოს, სასამართლომ და მათ ბრალი სწორედ „ალ–ქაიდასთან“ კავშირში დასდო ბრალი.

ესპანელმა მოსამართლემ, პაბლო რუზმა  რუსეთის ორ მოქალაქეს, ზემოთხსენებულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისა და ასაფეთებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვის გამო წაუყენა ბრალი.

როგორც „ბი–ბი–სი“ იუწყება, ტერაქტის მომზადების ბრალდებით,  დაპატიმრებულნი არიან ჩეჩნეთის ორი მცხოვრები და ასევე ერთი თურქეთის მოქალაქეც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 5  აგვისტოს, საქმის მოსმენა უკვე დაიწყო.  ესპანეთის ოფიციალურ პირთა თქმით,  მათი დაკავება განხორციელდა „ალ–ქაიდას“ ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული უმსხვილესი საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში.

როგორც ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხორხე ფერნანდეს დიასმა აღნიშნა, დაპატიმრებულნი გეგმავდნენ ესპანეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას.  მინისტრისვე თქმით, დაპატიმრებულნი „ძალზე საშიშნი არიან“ და ერთ–ერთი მათგანი ითვლება „ალ–ქაიდას“ საერთაშორისო სტრუქტურის მნიშვნელოვან ხელმძღვანელად“.

თურქეთის მოქალაქე ჯერ კიდევ 3 აგვისტოს აიყვანეს, თუმცა, მაშინ მოსამართლე პაბლო რუზმა პოლიციას რუსების დასაკავებლად უტყუარი მტკიცებულებების მოსაგროვებლად ორი დღე მისცა.

პოლიციაც დათქმულ ვადაში ჩაეტია და 5 აგვისტოს, ნიღბიანი რუსებიც სასამართლოს დარბაზში მიიყვანეს.  პოლიცია ჯერჯერობით, მათი ვინაობის ოფიციალურად გამხელისგან თავს იკავებს, ხოლო თურქ ჩენგიზ იალჩინს უფრო მეკავშირედ მიიჩნევს, ვიდრე უშუალოდ „ალ–ქაიდას“ წევრად. 

ასე რომ,  მიმდინარეობს გამოძიება და  როგორც უცხოური პრესა ირწმუნება, მალე,  რუსებს,  „ალ–ქაიდას“ კუთნილების სერიოზულ მტკიცებულებებს წარუდგენენ და ასევე იმასაც,  რომ ისინი ესპანეთსა და ევროპაში ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ.

0

ავტორი: