მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებას აანონსებს მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებას აანონსებს />


  14:59:25     06-08-2012

მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებას აანონსებს

a20476.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი  ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორება გამორიცხული არ არის.  რა თქმა უნდა, აგრესიას საქართველოსგან აანონსებენ. ბოლო ერთი თვის მანძილზე მოსკოვი და ცხინვალი უნისონში საუბრობენ დაძაბულობაზე და აგვისტოს ომის წლისთავისა თუ საქართველოში დანიშნულi საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ახალი ომის დაწყებაზე.

პარალელურად, ცხინვალში სულაც არ ჩამცხრალა აჟიოტაჟი იმის თაობაზე, რომ მათი ე.წ. ხელისუფლება მოსახლეობის ფარულ ევაკუაციას ახდენს, მაგალითად, ბავშვების, რომლებიც, ვითომცდა, საზაფხულო ბანაკებში დასასვენებლად მიჰყავთ.

„იტარ-ტასთან“ ინტერვიუში, კარასინმა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, დაადასტურა, რომ ამ ეჭვებს საფუძველი აქვს და ცეცხლზე ნავთი დაასხა: მან სამხედრო მოქმედებების განხლების შანსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სტაბილურობა სოხუმსა და ცხინვალში ძალიან მყიფეა, ატმოსფერო კი - დაძაბული. 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მხრიდან ე.წ. სასაზღვრო რაიონებში „რეზერვისტთა ფართომასშტაბიან მზადებასა და შეიარაღებაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ თავადაც მზადყოფნაშია:

„ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები საიმედოდ იცავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას“ - განაცხადა კარასინმა. მინისტრის მოადგილე ისევ აკეთებს აქცენტს ე.წ. სასაზღვრო ზონებში „ქართული დივერსიული ჯგუფების“ მოქმედებაზე, რომლებიც „ტერორისტულ ქმედებებს“ გალის რაიონში ახორციელებენ.

„ამიტომ სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს“ - ამბობს კარასინი.

0

ავტორი: