კრასნოდარის მხარეში, კაზაკებს კავკასიელებზე „ნადირობა“ შეუკვეთეს კრასნოდარის მხარეში, კაზაკებს კავკასიელებზე „ნადირობა“ შეუკვეთეს />


  11:42:19     06-08-2012

კრასნოდარის მხარეში, კაზაკებს კავკასიელებზე „ნადირობა“ შეუკვეთეს

a20470.jpg

კრასნოდარის მხარის სამართალდაცვითმა ინიციატიავამ შესაძლოა ეროვნებათაშორისი დაპირისპირება გამოიწვიოს - წერს გაზეთი „კომერსანტი“. საქმე ეხება მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის ინიციატივას, რომლის თანახმადაც წესრიგის დაცვაში კაზაკები უნდა ჩაებან.

ტკაჩოვის განცხადება, რომ კაზაკთა ძალებით განდევნონ კავკასიელები, სკანდალის საფუძველი ხდება - წერს გაზეთი, უფლებადამცველები კი ხელისუფლებას მისი გადაყენებისკენ მოუწოდებენ. ტკაჩოვი ფიქრობს, რომ მეზობელ სტავროპოლის მხარეში კავკასიელები ძალიან იოლად იკავებენ მიწის ნაკვეთებს და ეს რომ კრასნოდარში არ მოხდეს, ზომები უნდა მიიღონ:

„ადრე ვფიქრობდი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მოვასწრებდით. რომ კავკასიასა და ყუბანს შორის არსებობს ფილტრი, სტავროპოლი, მაგრამ ახლა ვხედავ, როს ის არ არსებობს. მომდევნოები ჩვენ ვართ“ - განაცხადა გუბერნატორმა შსს-ს სამხარეო კოლეგიის სხდომაზე.

ამასთან, ტკაჩოვმა კაზაკებს სრული „კარტ-ბლანში“ მისცა იმის ფონზე, რომ უფლებები „შეუზღუდა“ პოლიციელებს. მისი თქმით, სამართალდამცველებს დიდი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ მათი მოქმედებები „დემოკრატიის პირობებით“ არის შეზღუდული. კაზაკებს კი შეუძლიათ, დემოკრატიის გვერდის ავლით იმოქმედონ:

„ის, რაც დაუშვებელია თქვენთვის, კაზაკისთვის დაშვებულია, - გარკვეულწილად, საყოფაცხოვრები, ქვეცნობიერ დონეზე, გაგების ენაზე“ - განაცხადა ჩინოვნიკმა.

შედეგად, კრასნოდარის მხარის კაზაკობა 1 სექტემბრიდან პოლიციელებთან ერთად წესრიგის დამყარებას იწყებს. ამისთვის ბიუჯეტიდან 169 მილიონი რუბლი გამოიყოფა. 2013 წლისთვის კი ეს თანხა 650 მილიონს შეადგენს. ტკაჩოვის ინიციატივამ შესაბამისი რეაქცია უკვე გამოიწვია. კავკასიური დიასპორების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ იდეას ნაციონალური შუღლის გაღვივება შეუძლია:

„ეს პროვოკაციული განცხადებაა, რომელიც ზღუდავს კავკასიის რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს და შესაძლებელია, რეალურად ეროვნებათაშორისი შეტაკებებიც გამოწვიოს“ - განუცხადეს „კომერსანტს“ კავკასიელ ხალხთა კონგრესის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ინიციატივა პირდაპირაა მიმართული იმ კავკასიელების წინააღმდეგ, რომლებიც იაფ მუშახელად სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობებზე მუშაობენ. დიასპორაში ამბობენ, რომ
ტკაჩოვს ეშინია, ამ ადამიანთა ნაწილი კრასნოდარის მხარეში არ დარჩეს და ამიტომ, ზომებს იღებს.

თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის უფლებადამცველებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ მიმართონ პროკურატურას, შეისწავლონ ტკაჩოვის ქმედება, რომელიც ეროვნებათაშორის შუღლს აღვივებს.

0

ავტორი: