კოწახურის საწებელი (აფხაზური) კოწახურის საწებელი (აფხაზური) />


  08:36:34     06-08-2012

კოწახურის საწებელი (აფხაზური)

a20457.jpg

მასალა:

კოწახური 500გრ.   

აჯიკა 2–3 ს/კ.

წყალი 50მლ.

ქინძი 1 კონა.

მომზადება:

კოწახური გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, ავადუღოთ, ადუღების შემდეგ ვთუშთ კიდევ 10 წუთი სანამ ხილი არ დარბილდება, შემდეგ დარბილებული ხილი გავხეხოთ (დუშლაკზე), გავაცივოთ, დავამატოთ აჯიკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ.

0

ავტორი: