“მიშა, მიშა!” - სკანდირებდა შუამთობაზე შეკრებილი მოსახლეობა, დღესასწაულზე ივანიშვილის გამოჩენისას “მიშა, მიშა!” - სკანდირებდა შუამთობაზე შეკრებილი მოსახლეობა, დღესასწაულზე ივანიშვილის გამოჩენისას />


  15:39:31     04-08-2012

“მიშა, მიშა!” - სკანდირებდა შუამთობაზე შეკრებილი მოსახლეობა, დღესასწაულზე ივანიშვილის გამოჩენისას

a20445.jpg

შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივები ოვაციებით დახვდნენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კი ამომრჩეველი აჭარაშიც დაუპირისპირდა.

რამოდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბიძინა ივანიშვილი, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მმართველი გუნდის აქციაზე პარტაქტივთან ერთად მივიდა, რამაც ადგილობრივთა გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ოლიგარქს  სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. „წადი, წადი, პუტინი უკან“,- სკანდირებდა ხალხი.

პრესა.ჯი სოზარ სუბარს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარს პროვოკაცია უწოდა. კითხვას, თუ რატომ მივიდა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ კონცერტზე, სუბარი უპასუხოდ ტოვებს.

ინცინდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში არ გადაზრდილა. პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო. ივანიშვილმა კი აღნიშნული ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, შეხვედრაზე ხალხის სიმრავლის გამო, კმაყოფილება გამოთქვა.

„სხვა პოლიტიკოსებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ მაღლიდან არ გიყურებთ, თქვენ უბრალო ადამიანები ხართ, ჩვენ კი მზად ვართ გემსახუროთ“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

0

ავტორი: