15:22:33     04-08-2012
"ინფო-9"-მ მძღოლი აიძულა, თავდასხმა „ნაციონალებისათვის“ დაებრალებინა (ვიდეო)

ხალხში უკიდურესად დაბალი რეიტინგით შეშფოთებული „მეოცნებეები“ და მათი ბოსები, „დევნილებად“ თავის წარმოსაჩენად, ახალ–ახალ ტრიუკებს იგონებენ. ამაზე გუშინდელი ინციდენტიც მეტყველებს. ოლიგარქის „დამოუკიდებელმა“ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „ინფო–9“–ის მძღოლი, სერგო ტატუნაშვილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სცემეს, თუმცა, ინფორმაცია სრული ბლეფი აღმოჩნდა.
მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, სერგო ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ ის უცნობმა პირებმა სცემეს და არ იცის, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები, ხოლო მისი ფიზიკური შეურაცხყოფის „ნაციონალებისათვის“ დაბრალება, მას ვინმე ნოდარ სხირტლაძემ აიძულა. ამის შესახებ, სერგო ტატუნაშვილი სიუჟეტში თავად საუბრობს. როგორც ცნობილია, ტატუნაშვილს 2 აგვისტოს ღამით უცნობები დაესხნენ თავს და სცემეს. მოძალადეების ვინაობის დადგენაზე სამართალდამცავები მუშაობენ.
0