17:23:12     03-08-2012
სექტემბერში, საქართველოს საზღვრებთან, ორი მასშტაბური სამხედრო წრთვნა იგეგმება
სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ის გარდა, სექტემბრის თვეში, საქართველოს საზღვრების სიახლოვეს კიდევ ერთი სამხედრო მანევრი, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის - ОДКБ-ს ეგიდით კიდევ ერთი სამხედრო სწავლება ჩატარდება.
რუსულ წყაროებში სწავლების თარიღად ორი ვარიანტი სახლდება - 3-8 სექტმებერი და სექტემბრის მეორე დეკადა.
ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების წრთვნები „ურთიერთქმედება 2012“ სექტემბერს სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ოპერატიული რეაგირების სპეცდანაყოფები. სწავლების თემა კი „კავკასიის რეგიონში ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებისა და ძალების გამოყენება“ იქნება.
ამის პარალელურად, უკვე რამდენიმჯე დღეში დაგეგმილია რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდების შავ ზღვაში, კერძოდ, ნოვოროსიისკის პორტში შესვლა, რაც 11-12 აგვისტოს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს სრულიად შეესაბამება წესს, რომელიც მონტრეს კონვენციით არის განსაზღვრული.
საქართველოსკენ საზღვრებისკენ რუსული სამხედრო ფლოტის სამი საბრძოლო ხომალდი იგზავნება. ესენია „ალექსანდრე ოსტროვსკი“, „გიორგი პობედონოსეცი“ და „კონდოპოგა“.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გემების „ნოვოროსიისკის პორტში შესვლა დაჯგუფების შორეული სანაოსნო ლაშქრობის ამოცანაა“, „მანევრის სტრატეგიული მიზანი კი ფლოტებსშორისი გადასვლაა, როგორც საბრძოლო სწავლების ერთ ერთი ელემენტი“.
ექსპერტთა კლუბის ინფორმაციის თანახმად, სამივე ზემოთჩამოთვლილი ხომალდი 1976-1985 წ.წ. გდანსკის ვერფზე, პოლონეთში აიგო. მათ აქვთ 500 ტონამდე ტექნიკისა და ტვირთების, 225 მედესანტისა და 13 ტანკის ტევადობა. ბორტზე ასევე გააჩნიათ საზალპო ცეცხლის სარაკეტო სისტემები მს-73 „გროზა“ - 21 კმ. მანძილზე სროლის შესაძლებლობით. ორ-ორი შეწყვილებული 57 მმ საბრძოლო დანადგარი აკ-725, ორი მართვადი საზენიტო დანადგარი „იგლა“ და სხვა.
0