მთვრალმა მედესანტეებმა ჯავშანმანქანა  გაიტაცეს და მოსკოვის ცენტრში ავარია მოახდინეს (ვიდეო) მთვრალმა მედესანტეებმა ჯავშანმანქანა გაიტაცეს და მოსკოვის ცენტრში ავარია მოახდინეს (ვიდეო) />


  09:09:54     03-08-2012

მთვრალმა მედესანტეებმა ჯავშანმანქანა გაიტაცეს და მოსკოვის ცენტრში ავარია მოახდინეს (ვიდეო)

a20411.jpg

მოსკოვში ორი მედესანტე დააკავეს, რომლებმაც პროფესიონალური დღესასწაულის აღსანიშნავად ჯერ დალიეს, მერე კი ქალაქში ჯავშანმანქანით გასეირნება გადაწყვიტეს, რა დროსაც ავარია მოახდინეს.

პოლიციას გაოგნებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომ შაბოლოვკას ქუჩაზე  ტყვიამფრქვევიანი ტანკი უმისამართოდ მიმოდიოდა და სამი ავტომანქანის დაზიანება უკვე მოასწრო.

სამართალდამცველებს მითითებულ მისამართზე საჰაერო-სადესანტო ჯარების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო მანქანა „ტიგრ“ დახვდათ, - მოსკოვის სამხატვრო-საწარმოო ინსტიტუტის ემბლემითა და ტყვიამფრქვევის იმიტაციით.  თუმცაღა, „ტიგრი“ არ გაჩერებულა და პოლიციას მისთვის გზის გადაკეტვა დასჭირდა. საზეიმო განწყობაზე მყოფი მედესანტეები განყოფილებაში წაიყვანეს.

მთვრალი მამაკაცებისგან ინფორმაციის მიღება სამართალდამცველებს გაუჭირდათ. ნაბახუსევს კი მათთან გამომძიებლებმა დაიწყეს მუშაობა. გაირკვა, რომ მედესანტეებს 6,3-ტონიანი მანქანა ჰყავდათ გატაცებული, რომელიც „ტიგრის“ მოდიფიკაციაა, თანაც ინსტიტუტის სტუდენტების მიერ გაფორმებული. თუმცა სახელგანთქმულია იმით, რომ მონაწილეობდა კინოფილმ „აგვისტოს რვას“ გადაღებებში.

პოლიციას ჟურნალისტებისთვის არ აუკრძალავს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ დაკავებულებთან კონტაქტი, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მთვრალები კი არა, „კულტურულად დალეულები“ არიან:

„მეგობრებთან ერთად კულტურულად დავლიეთ და ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ. მანქანა ცუდად არ დამყავდა, გზაში ფხიზლად მეჭირა თავი. მომხდარი ავარია კი საწყენი შემთხვევაა“- უთხრა „ვეჩერნაია მოსკვას“ მაკსიმ ტულინოვმა. მეორე დაკავებულის გვარის გაგება კი ჟურნალისტებს გაუჭირდათ და მაინცდამაინც, აღარც შეუწუხებიათ თავი, რადგან, როგორც პოლიციაში უთხრეს, „ჯერ ვერ ჯდება და გდია“.

ვიდეო

0

ავტორი: