08:45:13     03-08-2012
კარტოფილის რგოლები
მასალა:
ცომი:
კარტოფილი 1კგ.
პურის ფქვილი 200–250გრ.
კვერცხი 2ც.
მარილი გემოვნებთ.
შიგთავსი:
კომბოსტო 1,5 თავი
სტაფილო 2ც.
ხახვი 2–3 თავი
არაჟანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ და მოვხარშოთ, შემდეგ გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ მარილი, კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა რგოლები, შემდეგ რგოლებს ცენტრში გავუკეთოთ პატარა სიღრმე, დავაწყოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულ ცომის ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი წავუსვათ არაჟანი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
შიგთავსის მომზადება:
სტაფილო და კომბოსტო დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ კიდევ 2–3 წუთი.
0