08:43:39     03-08-2012
ნაღების კოქტეილი მარწყვით
მასალა:
2 ჭიქა ცივი რძე
1 ჭიქა თხელი ნაღები (20%-იანი)
300გრ. გარჩეული მარწყვი
1ც. ბანანი
10გრ. ვანილის შაქარი
შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
მარწყვი და ბანანი გავრეცხოთ, დავჭყლიტოთ და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. შეიძლება ცოტა ხნით საყინულეშიც მოვათავსოთ, ოღონდ ხილის პიურე ძალიან არ უნდა გაიყინოს. რძე და ნაღებიც გავაცივოთ. ბლენდერში მოვათავსოთ ნაღები, მარწყვისა და ბანანის პიურე, შაქარი და ვანილის შაქარი, ავთქვიფოთ და როდესაც ერთგვაროვანი მასა გახდება, შევურიოთ რძეც. სასმელი ჩავასხათ მაღალ ჭიქებში.
0