08:41:18     03-08-2012
ტორტი მიწის თხილით
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კვერცხი 5ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
კარაქი ან მარგარინი 200გრ.
არაჟანი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 კოლოფი
კაკაო 3–4 ს/კ.
კრემი:
მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
კარაქი 250გრ.
გასაფორმებლად:
მიწის თხილი გემოვნებით.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, დავამატოთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კარაქი, კაკაო, კვერცხის გული და კარგად ავურიოთ, ნელ–ნელა დავამატოთ გამაფხვიერბელი, ფქვილი და კვალავ ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს კრემის კონსისტენცია). მომზადებული ცომი მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ მოხარშული სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
ბისკვიტი გავაცივოთ და გავჭრათ შუაზე 2 ფენად, შემდეგ პირველ ფენას წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ მოხალული წვრილად დაჭრილი მიწის თხილით და ბისკვიტის ნამცეცებით.
0